მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BINANCE-მა ევროკავშირის ბაზარზე დარჩენის პირობა დადო
BINANCE-მა ევროკავშირის ბაზარზე დარჩენის პირობა დადო

BINANCE-მა ევროკავშირის ბაზარზე დარჩენის პირობა დადო

BM.GE25 ივნისი, 2026, 23:00|bm.ge

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი ევროკავშირის ბაზარზე საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და ახალი ნებართვის მისაღებად განაცხადს ხელახლა წარადგენს.

კომპანიის ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართულების ხელმძღვანელმა, ჯილიან ლინჩმა განმარტა, რომ საბერძნეთში ლიცენზიის მიღების მცდელობის უშედეგოდ დასრულების მიუხედავად, Binance-ი ევროპის დატოვებას არ აპირებს და უფლების მისაღებად ალტერნატიულ გზებს ეძებს.

არსებული ნებართვის ვადის ამოწურვამდე კომპანიას მხოლოდ ერთი კვირა აქვს დარჩენილი, რის შემდეგაც, ლიცენზიის არარსებობის შემთხვევაში, ის იძულებული გახდება, ევროკავშირში საქმიანობა შეაჩეროს.

როგორც ირკვევა, კრიპტოპლატფორმა მოლაპარაკებებს ირლანდიის, ლატვიისა და საბერძნეთის რეგულატორებთანაც მართავდა, თუმცა წინააღმდეგობას სამივე ქვეყანაში წააწყდა. Reuters-ის ანონიმური წყაროების ცნობით, ფინანსური უწყებების შეშფოთება კომპანიის წარსულში არსებულ ფულის გათეთრების საქმეებს, რთულ საერთაშორისო სტრუქტურასა და რისკებისადმი მიდრეკილ კორპორაციულ კულტურას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების საზედამხედველო ორგანომ იმ კრიპტოკომპანიებს, რომლებსაც ლიცენზია არ აქვთ, მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში თავიანთი საქმიანობის შესაწყვეტად.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულაცია, ანუ MiCA ძალაში გასულ წელს შევიდა და კომპანიებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე მისცა ვადა ბლოკის რომელიმე წევრ ქვეყანაში ავტორიზაციის მისაღებად.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Apple-მა MacBook-ისა და iPad-ის ფასები გაზარდა

Apple-მა MacBook-ისა და iPad-ის ფასები გაზარდა

BM.GE

წელს 7-8%-იან ზრდას ველოდებით - Holiday Inn Telavi-მ მუშაობა განაახლა

წელს 7-8%-იან ზრდას ველოდებით - Holiday Inn Telavi-მ მუშაობა განაახლა

BM.GE

ციფრული რეფორმა საფონდო ბირჟაზე: რა პრაქტიკულ ცვლილებებს მოიტანს ახალი პლატფორმები ინვესტორებისთვის

ციფრული რეფორმა საფონდო ბირჟაზე: რა პრაქტიკულ ცვლილებებს მოიტანს ახალი პლატფორმები ინვესტორებისთვის

BM.GE

GTA 6-ის ფასი 250-300₾ იქნება

GTA 6-ის ფასი 250-300₾ იქნება

BM.GE