
ბინის ყიდვა დისტანციურად: „თეთრი კვადრატის“ 3D-ტურები ემიგრანტებისთვის
უძრავი ქონების ყიდვა ადამიანის ან ოჯახის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ეს განსაკუთრებით რთულია, თუ მყიდველი ემიგრანტია, ანუ სასურველი ბინის დათვალიერებას თავად ვერ ახერხებს.
ამ პრობლემაზე დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ იზრუნა, რომელმაც ვებგვერდზე ბინების დეტალური 3D-ტურები დაამატა. ამრიგად, ბინის ყიდვის პროცესი უფრო გამჭვირვალე და ხელშესახები გახდა.
ვირტუალურ 3D-ტურზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბინის გეგმარება, აღიქვათ შიდა სივრცე და ჭერის სიმაღლე, წარმოიდგინოთ ინტერიერის სასურველი დიზაინი და, რაც მთავარია, ნახოთ თუ რა ხედი იშლება თქვენი მომავალი სახლის ფანჯრებიდან ან აივნიდან.
საქართველოში უძრავი ქონების საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ ყიდვა განსაკუთრებული პროცესია ქართველი ემიგრანტებისთვის. საზღვარგარეთიდან ბინის ყიდვა ამ დრომდე რთული იყო - მყიდველს უწევდა, გადაწყვეტილება ნახაზების და რენდერების დათვალიერების შედეგად მიეღო ან საქართველოში მყოფი ახლობლები შეეწუხებინა ადგილზე ბინის დასათვალიერებლად.
ახლა კი, სასურველი ბინის დათვალიერება საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს სმარტფონის და კომპიუტერის ეკრანიდან შეუძლიათ, რაც ბინის არჩევის საშუალებას ამარტივებს.
"ჩვენი მიზანია, ბინის შერჩევა და შეძენა მაქსიმალურად გავამარტივოთ და კომფორტული გავხადოთ თითოეული მომხმარებლისთვის, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად. 3D-ტურები განსაკუთრებით ემოციური, პრაქტიკული და სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენი ემიგრანტებისთვის. აქამდე, ისინი მეგობრების და ნათესავების იმედად იყვნენ, მაგრამ ახლა - საკუთარი მომავალი სახლის კარის გაღება, სივრცის შეგრძნობა და ხედით ტკბობა ვირტუალურად შეუძლიათ. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც სახლთან, ანუ საწყისთან გვაახლოებს და უკეთესად ინვესტირების საშუალებას გვაძლევს”, - აღნიშნავს “თეთრი კვადრატის” მარკეტინგის ხელმძღვანელი, თინა ხაფავა.
„თეთრი კვადრატის“ ვებგვერდზე 3D-ტურები უკვე ხელმისაწვდომია. ბინის დასათვალიერებლად აუცილებელია, აირჩიოთ სასურველი პროექტი, სართული და ბინა.
BM.GE
წყარო: bm.ge