მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბირჟაზე ოქროს ფასი ისევ ეცემა
ბირჟაზე ოქროს ფასი ისევ ეცემა

ბირჟაზე ოქროს ფასი ისევ ეცემა

BM.GE4 მაისი, 2026, 19:26|bm.ge

ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ერთ კვირაში ოქროს ფასი 2%-ით დაეცა და დღეს 4,580 დოლარი შეადგინა, რაც ერთთვიანი მინიმუმია. რაც შეეხება ვერცხლს, ის 72 დოლარად ივაჭრება.

ბაზარზე პესიმისტური განწყობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც თეთრმა სახლმა ირანის შეთავაზება უარყო, რის გამოც ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი რჩება. აღნიშნულმა ფაქტორმა ნავთობის ფასების ზრდა და ინფლაციის გარშემო შიშები გამძაფრება გამოიწვია. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს არაბთა გაერთიანებული საამიროების გადაწყვეტილება OPEC-ის დატოვების შესახებ, რაც ნავთობის მიწოდების კუთხით დამატებით გაურკვევლობას ქმნის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ენერგორესურსების მაღალი ფასი ინფლაციურ ზეწოლას ზრდის, რაც FED-ის და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ალბათობას აძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან დამცავ აქტივად მიიჩნევა, მაღალი განაკვეთები მის მიმზიდველობას ამცირებს, რადგან ამ დროს ინვესტორები უპირატესობას სხვა შემოსავლიან აქტივებს ანიჭებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE