მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიტკოინის ფასმა $85 000-ს გადააჭარბა
ბიტკოინის ფასმა $85 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა $85 000-ს გადააჭარბა

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 19:30|bm.ge

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბიტკოინის ღირებულებამ 85 000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა და კრიპტაქტივის ფასმა 8-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრი ზრდა ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან მოთხოვნის ზრდას უკავშირდება, რომლებმაც ერთ კვირაში რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების ETF-ები შეისყიდეს.

მთავარი მიზეზი აშშ-ის მთავრობასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CFTC) არსებული სამართლებრივი მექანიზმების გაფართოებას გეგმავენ და ტოკენიზებული აქტივებით ვაჭრობისთვის ინოვაციურ საგამონაკლისო წესს ამტკიცებენ. ამასთან, CFTC-მ კრიპტოაქტივების ტრანზაქციებისა და ბაზრების რეგულირების ახალი ინიციატივა წარადგინა, რამაც ინვესტორთა ნდობა აღადგინა.

მართალია, CLARITY Act-ის კანონპროექტი აშშ-ის სენატში კენჭისყრაზე ვერ გავიდა, თუმცა CFTC-ის ინიციატივამ ბაზრის მიმართ ნდობა აღადგინა და ინდუსტრიას ზრდისთვის დამატებითი სტიმული მისცა.

ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია $2.9 ტრილიონს შეადგენს, ხოლო ბიტკოინის შეფასება $1.7 ტრილიონამდეა გაზრდილი.

ეთერიუმის კაპიტალიზაცია $332 მილიარდის ფარგლებშია და ერთი მონეტის ფასი უკვე 2,700 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ კვირაში 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორაციულ ბანკად მესამედ დაასახელა

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორაციულ ბანკად მესამედ დაასახელა

BM.GE

ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენა შეწყვიტეს

ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენა შეწყვიტეს

BM.GE

„უფრო სწრაფი პასუხებია საჭირო“ | ექიმი-იმუნოლოგი ბაღებში ნოროვირუსის გავრცელებაზე

„უფრო სწრაფი პასუხებია საჭირო“ | ექიმი-იმუნოლოგი ბაღებში ნოროვირუსის გავრცელებაზე

BM.GE

Self.HR-დან Semeto-მდე: რატომ გახდა ბრენდის ცვლილება საჭირო?

Self.HR-დან Semeto-მდე: რატომ გახდა ბრენდის ცვლილება საჭირო?

BM.GE