მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბიზნესი ფრთხილობს“ - რატომ არ იზრდება FDI ვაჭრობაში?
„ბიზნესი ფრთხილობს“ - რატომ არ იზრდება FDI ვაჭრობაში?

„ბიზნესი ფრთხილობს“ - რატომ არ იზრდება FDI ვაჭრობაში?

BM.GE4 ოქტომბერი, 2026, 23:09|bm.ge

დაბალმსყიდველუნარიანი ბაზარი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ინვესტორები ვაჭრობაში დამატებითი კაპიტალის დაბანდებისგან თავს იკავებენ. “თბილისი ცენტრალის” გენერალური დირექტორის განმარტებით, სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები, კაპიტალტევადი ბიზნესის სპეციფიკა და ზოგადი პოლიტიკური ფონი, ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამო უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ და ახალი ობიექტების გახსნას ერიდებიან.

საქსტატის მონაცემებით, წელს პირველ ნახევარში ვაჭრობის სექტორში 41,2 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. წინა წლის პირველ კვარტალში სექტორში FDI უარყოფითი იყო, დარგიდან 10 მილიონ დოლარის გადინება დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი 23,6 მილიონი დოლარის ინვესტიცია აღირიცხა.

„ზოგადი ფონი ახდენს პირველ რიგში ამაზე გავლენას. პირველი, რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობა არ გვყავს სამწუხაროდ იმ დონეზე, რომ თუნდაც საშუალო და პრემიუმ დონის ბრენდები შემოვიდნენ ქვეყანაში. მეორე, პლატფორმების ნაკლებობა. მაგალითისთვის გეტყვით, 100-კვადრატის მაღაზია რომ იხსნება, საშუალოდ 5-დან 8 სამუშაო ადგილამდე იქმნება და ინვესტიცია 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს დაახლოებით 1500 ევროს. საკმაოდ კაპიტალტევადი თემაა და იგივე ფრენჩაიზის მფლობელი კომპანიები, რომლებსაც სწრაფი ბრუნვა ახასიათებთ და როგორც ყოველთვის დეფიციტი აქვთ ხოლმე იგივე ამ თანხების, ერიდებიან მსხვილი ინვესტიციების გაწევას მანამ, სანამ არ იქნებიან დარწმუნებული, რომ ბაზრის ტენდენცია იმ დონეზე არის შეცვლილი, რომ შესაძლებელი იყოს ამ მიმართულებით მეტი რისკის აღება და ბაზარზე ახალი ობიექტის გახსნა.

ყველა ფაქტორთა ერთობლიობა ამაზე მეტყველებს. ჩვენი მოიჯარეები თუ სხვა ქსელები ზოგად გაურკვეველ ფონზე არიან უფრო სტატუს-კვოს შენარჩუნების პროცესში, ვიდრე ზრდაზე ორიენტირებული. რეალურად თვითონ კაპიტალზე წვდომაც გაძვირებულია. დღეს რომ ფული ისესხო საკმაოდ მაღალი არის პროცენტები, რაც განპირობებული არა მარტო ქართული რეალობით, არამედ საერთაშორისო ბაზარზე მოვლენებით და საბოლოო ჯამში ეს იწვევს ზუსტად იმ ფრთხილ დამოკიდებულებას და უფრო მოზომილ მიდგომას, განსაკუთრებით საცალო ვაჭრობაში, იმიტომ რომ ყველას გვესმის, ერთი ობიექტის გახსნა და რაღაც პერიოდის შემდეგ დაკეტვა სერიოზული დანაკარგი იქნება ამ ტიპის ბიზნესისათვის და ამიტომაც ფრთხილობენ”,- აცხადებს ლევან ყარალაშვილი "საქმის კურსის" ეთერში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

რატომ ეშინია Ford-ის დირექტორს ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების?

რატომ ეშინია Ford-ის დირექტორს ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების?

BM.GE

Nike-ის კაპიტალიზაცია, 2021 წლიდან დღემდე, $220 მილიარდზე მეტით შემცირდა - რამ განაპირობა კრიზისი?

Nike-ის კაპიტალიზაცია, 2021 წლიდან დღემდე, $220 მილიარდზე მეტით შემცირდა - რამ განაპირობა კრიზისი?

BM.GE

"სამინისტროს მარტში მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არაა"|რატომ ფერხდება ნუნისში $5 მილიონზე მეტი ინვესტიცია?|ინტერვიუ

"სამინისტროს მარტში მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არაა"|რატომ ფერხდება ნუნისში $5 მილიონზე მეტი ინვესტიცია?|ინტერვიუ

BM.GE