მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიზნესსესხების მოცულობამ ₾44 მილიარდს მიაღწია - რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები
ბიზნესსესხების მოცულობამ ₾44 მილიარდს მიაღწია - რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები

ბიზნესსესხების მოცულობამ ₾44 მილიარდს მიაღწია - რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები

BM.GE22 მაისი, 2026, 04:00|bm.ge

2026 წლის აპრილის ბოლოსთვის ქართული ბანკების მიერ გაცემული ბიზნესსესხების მოცულობამ 44 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.7 მილიარდი ლარით, ანუ 12%-ით მეტია.

კონკრეტული სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ბანკებს უძრავი ქონების დეველოპერებზე აქვთ გაცემული, რაც 4.88 მილიარდ ლარს შეადგენს. სექტორის დაკრედიტება წლიურად 17%-ით გაიზარდა. მეორე ადგილს იკავებს სერვისების სექტორი 4.42 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 19%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი უძრავი ქონების მენეჯმენტია 4.17 მილიარდი ლარით (ზრდა 19%).

რაც შეეხება სხვა სექტორებს, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება 3.69 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 10%-ით არის მომატებული. სასტუმროების და ტურიზმის სექტორის პორტფელი კი 2.92 მილიარდ ლარს შეადგენს და ის წლიურ ჭრილში 8%-ით არის შემცირებული. ენერგეტიკის სექტორის პორტფელი კი 21%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს.

განსაკუთრებით მაღალი ტემპით 151%-ით გაიზარდა ბანკთაშორისი სესხები და მან 357 მილიონ ლარს მიაღწია.

2026 წლის აპრილის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:

# სექტორი მლნ ლარი ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით 1 უძრავი ქონების დეველოპმენტი 4,884 მილიონი ლარი; 17% 2 სერვისი 4,426 მილიონი ლარი; 19% 3 უძრავი ქონების მენეჯმენტი 4,171 მილიონი ლარი; 19% 4 სოფლის მეურნეობის სექტორი 3,692 მილიონი ლარი; 10% 5 ენერგეტიკა 3,021 მილიონი ლარი; 21% 6 სასტუმროები და ტურიზმი 2,927 მილიონი ლარი; -8% 7 სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,919 მილიონი ლარი; 16% 8 სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,164 მილიონი ლარი; 1% 9 ვაჭრობა (სხვა) 2,118 მილიონი ლარი; -5% 10 სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,904 მილიონი ლარი; 1% 11 საფინანსო ინსტიტუტები 1,502 მილიონი ლარი; 80% 12 სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,173 მილიონი ლარი; 23% 13 ჯანდაცვა 1,032 მილიონი ლარი; -27% 14 წარმოება (სხვა) 987 მილიონი ლარი; 10% 15 რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 980 მილიონი ლარი; 8% 16 ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 957 მილიონი ლარი; 25% 17 მათ შორის: ექსპორტიორები 848 მილიონი ლარი; 28% 18 ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 826 მილიონი ლარი; 15% 19 მძიმე მრეწველობა 796 მილიონი ლარი; -11% 20 სხვა 660 მილიონი ლარი; 98% 21 ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 629 მილიონი ლარი; -9% 22 ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 357 მილიონი ლარი; 151% 23 ავტომობილების დილერები 322 მილიონი ლარი; 15% 24 ტელეკომუნიკაცია 295 მილიონი ლარი; -11% 25 საბითუმო ლომბარდი 285 მილიონი ლარი; 16% 26 ფარმაცევტიკა 276 მილიონი ლარი; 48% 27 სახელმწიფო ორგანიზაციები 37 მილიონი ლარი. -2%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE