მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ბლექ სი პეტროლიუმი” ნედლეულის დივერსიფიკაციაზე განცხადებას ავრცელებს
“ბლექ სი პეტროლიუმი” ნედლეულის დივერსიფიკაციაზე განცხადებას ავრცელებს

“ბლექ სი პეტროლიუმი” ნედლეულის დივერსიფიკაციაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE2 ივლისი, 2026, 04:58|bm.ge

ნავთობგადამმუშავებელი კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას, რაც კომპანიის შეფასებით, „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას მაღალ მარჟიანი ბაზრების კარს გაუხსნის.

განცხადების თანახმადვე, 2026 წლის პირველ ნახევარში კომპანიამ 650 000 ტონაზე მეტი ნედლეული გადაამუშავა და გააფართოვა სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან.

ნავთობგადამმუშავებელი კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი”-ის განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ.

წარმოება

2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება.

სტრატეგიული პარტნიორობა

საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება.

საწარმოს განვითარების ეტაპები და ახალი პროდუქცია

• 2027 წლის I კვარტალი: კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის. • 2027 წლის II კვარტალი: საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი.

ნედლეულის დივერსიფიკაცია

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში", - ნათქვამია “ბლექ სი პეტროლიუმი”-ის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ავრცელებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიაიმედი
  • თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - რა ჩანს კადრებშიტვ პირველი
  • GWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებსრუსთავი 2
ავრცელებს →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

14 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

14 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE