მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Blue Origin-ის რაკეტა გამოცდის დაწყებისთანავე აფეთქდა
Blue Origin-ის რაკეტა გამოცდის დაწყებისთანავე აფეთქდა

Blue Origin-ის რაკეტა გამოცდის დაწყებისთანავე აფეთქდა

BM.GE29 მაისი, 2026, 17:47|bm.ge

ჯეფ ბეზოსის კოსმოსური სტარტაპის, Blue Origin-ის უეკიპაჟო რაკეტა New Glenn-ი ფლორიდის კოსმოდრომზე გამოცდის დაწყებისთანავე აფეთქდა.

ხომალდს კომპანია ახალი მისიისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა და მას ორბიტაზე Amazon-ის 48 თანამგზავრი უნდა გაეყვანა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ინციდენტის დროს ეს ტვირთი ხომალდზე განთავსებული არ ყოფილა.

„ძალიან მძიმე დღეა, თუმცა ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც საჭიროა და ფრენებს დავუბრუნდებით“ - დაწერა სოციალურ ქსელში X ჯეფ ბეზოსმა რაკეტის აფეთქების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზის დასახელება ჯერჯერობით რთულია. „ამ კლასის ახალი რაკეტების შექმნა უაღრესად რთული პროცესია და ის ერთ შეცდომასაც არ გვპატიობს", - დაწერა NASA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯარედ ისააკმენმა, რომელიც მომხდარს ასევე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სააგენტო ინციდენტის გამოძიების პროცესში Blue Origin-თან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მომხდარი ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანიის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს. როგორც ცნობილია, ის ბაზარზე ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან არსებული ჩამორჩენის შემცირებას ცდილობს. კოსმოსური კომპანიის, რომელმაც ახალი თაობის ხომალდი Starship-ი გასულ კვირას წარმატებით გამოცადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

BM.GE