მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლო ათ წელიწადში დენის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი 2.7%-ით | სემეკი
ბოლო ათ წელიწადში დენის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი 2.7%-ით | სემეკი

ბოლო ათ წელიწადში დენის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი 2.7%-ით | სემეკი

BM.GE29 მაისი, 2026, 19:53|bm.ge

სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2016-2025 წლებში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი - 2.7%-ით.

კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ 2025 წელს ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით 3%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა. ექსპლუატაციაში შევიდა 4 ჰიდროელექტროსადგური და 6 მზის ელექტროსადგური, საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრით 87 მგვტ, საიდანაც ყველაზე დიდი სადგური არის 53 მგვტ დადგმული სიმძლავრის (მტკვარი ჰესი), ხოლო დანარჩენი - მცირე სიმძლავრის. 2016-2025 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 2.7%-ით იზრდება.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2025 წელს წინა წელთან შედარებით 3.2%- ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2016-2025 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად 3.4%-ით იზრდებოდა.

შარშან ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 1.6%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 19.8%-ით შემცირდა და ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში აღნიშნულის წილმა თითქმის 20% შეადგინა. ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი აღნიშნულ სტრუქტურაში 80%-ია, ხოლო ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 0.6%-ს შეადგენს. 2025 წლის მეორე ნახევრიდან ექსპლუატაციაში შესული მზის ელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება 5 მლნ კვტ.სთ-ია და უმნიშვნელო წილი აქვს.

რაც შეეხება მოხმარებას, როდესაც საქართველოზე არ მოქმედებს გარე ფაქტორები, ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. 2020 და 2023 წელს კლება ელექტროენერგიის მოხმარებაში გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, კერძოდ, 2020 წელს - კოვიდპანდემიით, ხოლო 2023 წელს - რუსეთ-უკრაინას შორის ომით და შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობთა ფასების კლებით, რის გამოც ამ სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE