მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Bolt-ის CEO-მ განაცხადა, რომ სრული HR გუნდი "არარსებული პრობლემების შექმნის" გამო გაუშვა
Bolt-ის CEO-მ განაცხადა, რომ სრული HR გუნდი "არარსებული პრობლემების შექმნის" გამო გაუშვა

Bolt-ის CEO-მ განაცხადა, რომ სრული HR გუნდი "არარსებული პრობლემების შექმნის" გამო გაუშვა

BM.GE22 მაისი, 2026, 02:44|bm.ge

ამერიკული საგადამხდელო/ფინტექ კომპანია Bolt-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კოპანიიდან HR გუნდი დაითხოვა. როგორც რაიან ბრესლოუმ განაცხადა, მან დეპარტამენტი გააუქმა, რათა კომპანიაში არსებულ "პრივილეგირებულობის განცდასთან" ებრძოლა.

Bolt Financial Inc. ამერიკული ფინანსური ტექკომპანიაა, რომელიც სავაჭრო პარტნიორებს ონლაინ გადახდების გასამარტივებლად პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის.

ბრესლოუმ კომპანია სტენფორდის საერთო საცხოვრებელში 2014 წელს დააარსა, 2022 წელს დატოვა, 2025 წლის მარტში კი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დაბრუნდა. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გასულ თვეში Bolt-მა თანამშრომლების 30% შეამცირა.

"ჩვენ გვყავდა HR გუნდი და ეს გუნდი ქმნიდა პრობლემებს, რომლებიც არ არსებობდა. ეს პრობლემები გაქრა, როდესაც მე ისინი გავუშვი", - განაცხადა ბრესლოუმ ამ კვირაში Fortune-ის Workforce Innovation Summit-ზე.

ბრესლოუმ HR სფერო მანამდეც გააკრიტიკა. გასულ წელს მან LinkedIn-ზე დაწერა, რომ სურდა თანამშრომლები "უფრო მეტად ორიენტირებული ყოფილიყვნენ ეფექტურობაზე და ნაკლებად - ფუჭ დეტალებზე".

თავდაპირველად მან HR დეპარტამენტს სახელი გადაარქვა და მას "ადამიანური ოპერაციები" (people ops) უწოდა, და აღნიშნა, რომ მას "არასწორი ენერგია, ფორმატი და მიდგომა" ჰქონდა.

Bolt-ის საბაზრო ღირებულებამ 2022 წელს რეკორდულ 11 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა ორი წლის შემდეგ დაახლოებით 300 მილიონ დოლარამდე დაეცა, რაც თითქმის 97%-იან კლებას ნიშნავს. ბრესლოუმ გააკრიტიკა კულტურა, რომელიც კომპანიაში მისი არყოფნის დროს ჩამოყალიბდა.

"კომპანიაში გაჩნდა პრივილეგირებულობის განცდა; ადამიანები, რომლებიც თავს ძლიერად და პრივილეგირებულად გრძნობდნენ, სინამდვილეში ბევრს არ მუშაობდნენ.

ეს იყო მთავარი პრობლემა, რომელსაც უნდა შევბრძოლებოდი. საბოლოოდ, ამ ადამიანების უმეტესობის გაშვება მოგვიწია. ჩვენ გვჭირდება ხალხი, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საქმის კეთებაზე, აქ კი უბრალოდ ჩამოყალიბდა საქმის არკეთებისა და წუწუნის კულტურა", - განაცხადა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE