მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოთლიდან შეფუთვამდე ყველაფერი გაძვირდა - "დების ღვინო" ფასების მატებას არ გამორიცხავს
ბოთლიდან შეფუთვამდე ყველაფერი გაძვირდა - "დების ღვინო" ფასების მატებას არ გამორიცხავს

ბოთლიდან შეფუთვამდე ყველაფერი გაძვირდა - "დების ღვინო" ფასების მატებას არ გამორიცხავს

BM.GE25 მაისი, 2026, 23:34|bm.ge

საოჯახო ღვინის მწარმოებელი კომპანიის "დების ღვინო" დამფუძნებელი თამთა აივაზიშვილი აცხადებს, რომ წარმოების თვითღირებულება და მასთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

იგი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ხარჯების ზედა, კომპანიას ფასების კორექტირების აუცილებლობის წინაშე აყენებს.

მისი თქმით, გაძვირებულია თითქმის ყველა საწარმოო და საოპერაციო კომპონენტი - ბოთლები, საცობები და შეფუთვის მასალები, მათ შორის ღვინის ჩანთებიც, რომლებიც საბოლოო პროდუქტის ნაწილია. როგორც აივაზიშვილი აღნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში ფასები ფაქტობრივად გაორმაგებულია.

"ყველაფერი გაძვირდა და ჩვენ ძალიან სენსიტიურად ვუყურებთ ამ საკითხს, რადგან არ გვინდა ფასების მკვეთრი ზრდა. მაგალითად, ღვინის ჩანთა, რომელიც ადრე 1.80 ლარი ღირდა, ახლა 2.50 ლარი ღირს. ეს დაახლოებით 40%-იანი ზრდაა და ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალი გაძვირება გვაქვს", - აცხადებს ის.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობა კომპანიას აიძულებს, მინიმალური კორექტირება მაინც განახორციელოს ფასებში, თუმცა ცდილობენ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს, განსაკუთრებით ფესტივალებზე და პირდაპირი გაყიდვებისას : "იძულებულები შეიძლება გავხდეთ, რომ ძალიან მცირედით გავზარდოთ ფასები, რადგან თვითღირებულება უკვე ძალიან მაღალია", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

თამთა აივაზიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს შრომითი რესურსის პრობლემაზე. მისი თქმით, მეღვინეობის სექტორში სეზონურად დაახლოებით 20–25 ადამიანი არის ჩართული, თუმცა მუშახელის მოძიება სულ უფრო რთულდება და არასტაბილური ხასიათი აქვს. როგორც ის ამბობს, მზარდი ხარჯების ფონზე მცირე მეღვინეობებს ხშირად უწევთ დამატებითი სამუშაოების შესრულებაც სხვა მიმართულებებით, რათა საკუთარი ბიზნესი შეინარჩუნონ.

"ფაქტობრივად, გვიწევს სხვადასხვა საქმეში დამატებით ჩართვა, რომ ეს საქმე შევინარჩუნოთ. ეს ძალიან ემოციური და შრომატევადი პროცესია მცირე და საშუალო მეღვინეობებისთვის", - აცხადებს აივაზიშვილი.

მისივე თქმით, დამატებით გამოწვევას წარმოადგენს ექსპორტის მიმართულება, სადაც დაბალი სარეალიზაციო ფასები და ლოგისტიკური ხარჯები მეწარმეებისთვის სირთულეებს ქმნის. როგორც ის განმარტავს, ზოგიერთ ბაზარზე საუკეთესო შეთავაზება დაახლოებით 5 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც მათთვის ხშირად არასაკმარისია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამერიკული კონსორციუმი “ნაპოლის” 2 მილიარდ ევროდ შეძენას განიხილავს

ამერიკული კონსორციუმი “ნაპოლის” 2 მილიარდ ევროდ შეძენას განიხილავს

BM.GE

25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები 2026 წელს

25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენები 2026 წელს

BM.GE

როგორია უმსხვილესი ციფრული ვალუტების რეიტინგი?

როგორია უმსხვილესი ციფრული ვალუტების რეიტინგი?

BM.GE

"ეს არის კოორდინირებული სტრატეგია, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა"|ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

"ეს არის კოორდინირებული სტრატეგია, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა"|ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

BM.GE