
ბრიტანეთში ინფლაცია 2.8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა
BM.GE|bm.ge
დიდ ბრიტანეთში წლიური ინფლაციის დონე მაისში 2.8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, რაც ეკონომისტების წინასწარ პროგნოზზე ოდნავ დაბალი მაჩვენებელია.
ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის განცხადებით, მაისში ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის სექტორმა იქონია, რაც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაიაფებამ ნაწილობრივ დააბალანსა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული მაისის მაჩვენებელი ევროზონის 3.2%-იან და აშშ-ის 4.2%-იან ინფლაციის დონეზე საგრძნობლად დაბალია.
შექმნილ ვითარებაში, ბაზარი 95%-იანი ალბათობით ელის, რომ ინგლისის ბანკი ხუთშაბათს დაგეგმილ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად დატოვებს, თუმცა წლის ბოლომდე ტრეიდერები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მაინც პროგნოზირებენ.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge