მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BYD მომდევნო 5 წელში უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდება - ხელმძღვანელის პროგნოზი
BYD მომდევნო 5 წელში უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდება - ხელმძღვანელის პროგნოზი

BYD მომდევნო 5 წელში უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდება - ხელმძღვანელის პროგნოზი

BM.GE14 ივნისი, 2026, 03:49|bm.ge

ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის, BYD-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ვან ჩუანფუ ვარაუდობს, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ჩინური ბრენდი მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდება და ის Toyota-სა და VW Group-ს გადაუსწრებს.

ამ მიზნის მისაღწევად ჩინურ ბრენდს მოუწევს გადაასწროს იაპონურ გიგანტს, Toyota-ს, რომელმაც გასულ წელს ორჯერ მეტი ავტომობილი გაყიდა, ვიდრე BYD-მ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩინეთის სამგზავრო ავტომობილების ასოციაციის მონაცემებით, Toyota Motor-ის წილი ისეთ რეგიონებში მცირდება, როგორებიც არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ახლო აღმოსავლეთი, სადაც ჩინელი ავტომწარმოებლები მიმდინარე წელს მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებენ. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში BYD-ის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა, დაბალი სავაჭრო ბარიერების წყალობით კი, მის უმსხვილეს ბაზრებად ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია იქცა.

საყურადღებოა, რომ საექსპორტო ზრდამ ვერ შეძლო შიდა ბაზარზე შესუსტებული პოზიციების დაბალანსება, რადგან ამავე პერიოდში კომპანიის მთლიანი მიწოდება ჩინეთში 20%-ზე მეტით შემცირდა. ბაზარზე ზრდის ტემპის აღდგენას BYD მას შემდეგ ცდილობს, რაც ადგილობრივ კომპანიებთან კონკურენცია მკვეთრად გამწვავდა.

შენჟენში გამართულ აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ვან ჩუანფუმ ყურადღება მეორე თაობის Blade-ის ტიპის ელემენტების წარმოების გაზრდაზე გაამახვილა, რაც მიმდინარე წლის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევა. კომპანიის ხელმძღვანელის შეფასებით, სწორედ ელემენტების ტექნოლოგიური განვითარება და სწრაფი დამუხტვის სისტემები გახდება შიდა და საერთაშორისო ბაზარზე ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მონაცემებით, BYD-ი გლობალურ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებდა და მსოფლიო მასშტაბით კომპანიამ 4.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE