მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩაშლილი ტენდერების შემდეგ, შსს-მ ხმაურის საზომი ხელსაწყოები შეიძინა - კომპანიას მოსამზადებლად 70 დღე აქვს
ჩაშლილი ტენდერების შემდეგ, შსს-მ ხმაურის საზომი ხელსაწყოები შეიძინა - კომპანიას მოსამზადებლად 70 დღე აქვს

ჩაშლილი ტენდერების შემდეგ, შსს-მ ხმაურის საზომი ხელსაწყოები შეიძინა - კომპანიას მოსამზადებლად 70 დღე აქვს

BM.GE7 მაისი, 2026, 03:55|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ხმაურის საზომი მოწყობილობების შესყიდვის ტენდერი შპს „კომუნიკომმა“ მოიგო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანიას 70 დღის ვადა ექნება, როგორც მოწყობილობების მიწოდებისთვის, ისე პატრულ-ინსპექტორების გადამზადების პროცესის განხორციელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შესყიდვის პროცესი მანამდე არაერთხელ ჩავარდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წინა ტენდერში შპს „კომუნიკომი“ ერთადერთი მონაწილე კომპანია იყო, რომელმაც ინტერესიც დააფიქსირა, თუმცა ამის მიუხედავად შესყიდვის პროცესი მაშინაც არ შედგა და ტენდერი კვლავ ჩაიშალა.

შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 15 კომპლექტი ხმაურის საზომი მოწყობილობის შეძენაზე 360,750 ლარს დახარჯავს.

დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერი 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა, ხოლო წინადადებების მიღება 17 აპრილს დაიწყო და 20 აპრილს დასრულდა. შესყიდვა მოიცავს ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის მოწყობილობებს - კერძოდ, ხმაურის საზომ ხელსაწყოებს (CPV: 38434300).

ტენდერის პირობებით, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 1,443 ლარს შეადგენდა, ხოლო საბანკო გარანტიის ოდენობა 3,608 ლარით განისაზღვრა. გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღეს მოიცავს.

შესყიდვაში მონაწილე კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა დღგ-ს გათვალისწინებით მოეთხოვებოდათ.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „კომუნიკომი“ 2015 წლის 6 იანვარს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და ამავდროულად 100%-იანი წილის მფლობელია გიორგი შვანგირაძე.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ავტომობილების ხმაურზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში (23:00-დან 08:00-მდე) ხმაურის მაქსიმალური ზღვარი 80 დეციბალით განისაზღვრა. რაც შეეხება დღის საათებსა და მაგისტრალებს, აქ ნორმები ტექინსპექტირების რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი, რომელიც მძღოლებს სპეციალური პორტატული აპარატებით ამოწმებს. წესები არ ვრცელდება მხოლოდ სპეციალური სტატუსის მქონე სპორტულ ავტომობილებზე, როცა ისინი წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე გადაადგილდებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE