მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ეწვია
ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ეწვია

ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ეწვია

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 17:00|bm.ge

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სათაო ოფისში იმყოფებოდა. „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფის“ წევრი კომპანია, რომელიც მნიშვნელოვან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში.

კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრისას, კომპანიის წარმომადგენლებმა ელჩ პეტრ კუბერნატს და ჩეხეთის საელჩოს ეკონომიკურ ექსპერტს დავით შატაკიშვილს გააცნეს „ენერგო-პროს“ საქმიანობა, მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ელჩმა დაათვალიერა „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ცენტრალური სადისპეტჩერო და გაესაუბრა კომპანიის თანამშრომლებს.

„ბატონ ელჩს მადლობა გადავუხადეთ მობრძანებისთვის, დაინტერესებისთვის და მუდმივი თანადგომისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩეხეთის საელჩოსთან ჩვენს ურთიერთობას და თანამშრომლობას. ბატონ ელჩს დავათვალიერებინეთ კომპანიის სათაო ოფისი, გავაცანით კომპანიის გამოწვევები, პერსპექტივები და სამომავლო გეგმები“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. იმ დროს ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ამორტიზებული იყო და წლების განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების გამო ენერგეტიკული აქტივები მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.

ჯგუფის შემოსვლიდან დღემდე, ელექტროენერგიის განაწილების ქსელში, გენერაციის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა „ენერგო-პრო“ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად აქცია.

დღესდღეობით, ჯგუფი საქართველოში წარმოდგენილია ექვსი კომპანიით, რომლებიც ელექტროენერგიის განაწილების, მიწოდების, გენერაციის, მომსახურებისა და სარეზერვო სიმძლავრის სფეროებში ოპერირებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ევროკავშირს დამატებით €127 მლრდ დაუჯდა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ევროკავშირს დამატებით €127 მლრდ დაუჯდა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

BM.GE

სექტემბერში თბილისში ბინების გაყიდვები 8%-ით 4 330-მდე გაიზარდა - სად ღირს ყველაზე ძვირი/იაფი?

სექტემბერში თბილისში ბინების გაყიდვები 8%-ით 4 330-მდე გაიზარდა - სად ღირს ყველაზე ძვირი/იაფი?

BM.GE

მზის პანელები, ქარის ტურბინები, ნავთობპროდუქტები... - ჩინეთთან ვაჭრობა $2.3 მილიარდამდე გაიზარდა | რის ხარჯზე?

მზის პანელები, ქარის ტურბინები, ნავთობპროდუქტები... - ჩინეთთან ვაჭრობა $2.3 მილიარდამდე გაიზარდა | რის ხარჯზე?

BM.GE

იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა

იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა

BM.GE