მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩემთვის მნიშვნელოვანია მევენახეების შრომის დაცვა" - დავით სონღულაშვილი ახალი ვენახების გაშენების რეგულირებაზე
"ჩემთვის მნიშვნელოვანია მევენახეების შრომის დაცვა" - დავით სონღულაშვილი ახალი ვენახების გაშენების რეგულირებაზე

"ჩემთვის მნიშვნელოვანია მევენახეების შრომის დაცვა" - დავით სონღულაშვილი ახალი ვენახების გაშენების რეგულირებაზე

BM.GE5 მაისი, 2026, 03:30|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი მევენახის შრომის დაცვაა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, სადაც ღვინის მწარმოებლებთან ერთად დარგის ახალი რეგულირების მექანიზმს განიხილავენ, რომლის თანახმად, 1 მაისიდან ყველამ, ვისაც ვენახის გაშენება, შემდეგ კი ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა "ღვინის ეროვნული სააგენტოსგან" უნდა მიიღოს.

ის განმარტავს, რომ ხარისხიანი და ნაკლებად ხარისხიანი ყურძნის მწარმოებელი ერთი და იმავე პირობებში არ უნდა იყოს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია მევენახეების შრომის დაცვა. ადამიანი, რომელიც ხარისხიან ყურძენს აწარმოებს, არ უნდა იყოს იმავე პირობებში, სადაც ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება. სწორედ ამიტომ ვნერგავთ დამატებით მექანიზმებს, მათ შორის, ორგანოლეპტიკურ კონტროლს, რათა ექსპორტზე გავიდეს მხოლოდ ის ღვინო, რომელიც სრულად შეესაბამება ხარისხის სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ასე შევძლებთ, ქართული ღვინო კიდევ უფრო მეტად გავხადოთ კონკურენტუნარიანი, გავიდეთ ახალ ბაზრებზე და გავამყაროთ არსებული პოზიციები”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობა. დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეწარმეო ვენახების გაშენების რეგულაცია ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.

„დღეს ღვინის მოხმარება, 1961 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს შემცირება განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენცია მნიშვნელოვნად გამძაფრდა. ასეთ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართულ ღვინოს 8000-წლიანი ტრადიცია აქვს, ქართული ღვინო უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ვახორციელებთ რიგ რეფორმებს. ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ადგილის, ნიადაგის ანალიზის და სერტიფიცირებული ვაზის ნერგის გარეშე. სწორედ ამან განაპირობა საჭიროება, რომ მკაფიოდ განისაზღვროს, სად და რა პირობებში უნდა გაშენდეს ვენახი, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის გრუნტის წყლის დონე“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • გიორგი შანიძე: ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვასიმედი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
დაცვის →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE