
ჩინეთი და აშშ - რით ვაჭრობს პლანეტის ორი უდიდესი ეკონომიკა ერთმანეთთან?
წლების განმავლობაში არსებული ტარიფების, საექსპორტო კონტროლისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, აშშ და ჩინეთი კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელზე კვლავ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი.
აშშ ჩინეთზეა დამოკიდებული თითქმის ყველაფერში - სმარტფონებითა და ბატარეებით დაწყებული, სათამაშოებითა და სათამაშო კონსოლებით დამთავრებული. თავის მხრივ, ჩინეთიც დამოკიდებულია ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიაზე, ნახევარგამტარებსა და ენერგორესურსების ექსპორტზე.
გაეროს ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემთა ბაზის (UN Comtrade) უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-ი 2024 წელს მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ვაჭრობის ყველაზე მოთხოვნად საქონელს გვიჩვენებს.
რას ყიდულობს აშშ ჩინეთისგან?
2024 წელს ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტის ყველაზე დიდ კატეგორიას სმარტფონები და სატელეფონო მოწყობილობები შეადგენდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 51.5 მილიარდი დოლარი იყო. აშშ-ში იმპორტირებული სმარტფონების თითქმის ნახევარი (45%) სწორედ ჩინეთიდან შევიდა.
სმარტფონებს მოჰყვება კომპიუტერები და ლეპტოპები (36.7 მილიარდი დოლარი) და ლითიუმ-იონური და სხვა სახის ბატარეები (18.1 მილიარდი დოლარი). ამ სამიდან აშშ-ის დამოკიდებულება ჩინეთზე ყველაზე ძლიერი ბატარეების შემთხვევაში იყო - აშშ-ის ბატარეების იმპორტის 56% ჩინეთიდან მოდის.
# ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებული Top 10 პროდუქტი იმპორტის ღირებულება, მლრდ $ სრულ იმპორტში ჩინეთის წილი 1 სმარტფონები და სატელეფონო მოწყობილობები 51.5 44.7% 2 კომპიუტერები და ლეპტოპები 36.7 26.0% 3 ლითიუმ-იონური და სხვა სახის ბატარეები 18.1 55.9% 4 სათამაშოები, თოჯინები, ფაზლები 14.4 76.3% 5 ავტონაწილები და აქსესუარები 10.1 11.2% 6 სკამები და სავარძლები 7.5 27.4% 7 ვიდეო თამაშების კონსოლები და აქსესუარები 7.2 77.7% 8 ელექტრო გამათბობლები და მცირე ზომის ტექნიკა 7.0 55.6% 9 მონიტორები, პროექტორები და ტელევიზორები 7.0 33.1% 10 პლასტმასის ნივთები (სხვადასხვა) 6.9 46.3%
