მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი ავტომომწოდებელი გახდა
ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი ავტომომწოდებელი გახდა

ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი ავტომომწოდებელი გახდა

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 03:55|bm.ge

2026 წლის პირველ შვიდ თვეში გერმანიის უმსხვილესი საგარეო ავტომომწოდებელი ჩინეთი გახდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიაში ჩინური ავტომობილების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 120%-ით გაიზარდა და 175,000 ერთეული შეადგინა.

ამ მაჩვენებლით ჩინეთმა გაუსწრო ჩეხეთს, საიდანაც გერმანულმა ბაზარმა 173,000 ავტომობილი მიიღო. რეიტინგში მესამე პოზიცია ესპანეთმა დაიკავა. ქვეყანამ გერმანიაში 157,000 სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განახორციელა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩინური მიწოდების მკვეთრი ზრდა უმთავრესად ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მოდელების პოპულარობის ზრდამ განაპირობა. კერძოდ, ელექტრომობილების იმპორტი 66%-ით გაიზარდა, ჰიბრიდული მოდელების მიწოდებამ კი 36%-იანი მატება დააფიქსირა.

პარალელურად, ჩინეთიდან შიგაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი 9%-ით შემცირდა. ამ ცვლილებების ფონზე, გერმანიაში ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების მთლიან მოცულობაში თანამედროვე ტრანსპორტის წილმა 56%-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება ქვეყნის მთლიან სავაჭრო მაჩვენებლებს, წლის პირველ შვიდ თვეში გერმანიის საერთო ავტოიმპორტი 16%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1.3 მილიონი ერთეული შეადგინა. ღირებულებით ნაწილში სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი 12%-ზე მეტით გაიზარდა და თითქმის €35 მილიარდს ($38.5 მლრდ.) მიაღწია. საპირისპიროდ, თავად გერმანიიდან ავტომობილების ექსპორტი 4%-ით შემცირდა და დაახლოებით 2 მილიონ ერთეულამდე დავიდა.

ცნობისთვის, გერმანია მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლების სამშობლოა. ევროპულ ბაზარზე ჩინური ელექტრო და ჰიბრიდული მოდელების გაზრდილი წილი კი კონკურენციას ამძაფრებს და ქვეყნის ტრადიციულად ძლიერ საავტომობილო სექტორს გამოწვევებს უქმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • გიორგი კახიანი აფხაზეთთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე: მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს დღეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ანუ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ხელის ჩაქნევას მათი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს. პირიქით, მთავარი გამოწვევა და მიზანი არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაიმედი
  • სარჯველაძე: 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელინეტგაზეთი
  • სარჯველაძე: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭიროფორმულა
  • AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდატვ პირველი
გახდა →

მსგავსი სტატიები

LVMH-ის მფლობელი არნოს ოჯახი ჯგუფის საკუთრების სტრუქტურის გამარტივებას გეგმავს

LVMH-ის მფლობელი არნოს ოჯახი ჯგუფის საკუთრების სტრუქტურის გამარტივებას გეგმავს

BM.GE

"რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ" - უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ" - უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

BM.GE

ეთიოპია და ჯიბუტი $660-მილიონიანი ნავთობსადენის მშენებლობას იწყებენ

ეთიოპია და ჯიბუტი $660-მილიონიანი ნავთობსადენის მშენებლობას იწყებენ

BM.GE

კაკლოვანი ხილის ექსპორტმა $188.5 მილიონს მიაღწია - სამინისტრო აგროსექტორის შედეგებს აჯამებს

კაკლოვანი ხილის ექსპორტმა $188.5 მილიონს მიაღწია - სამინისტრო აგროსექტორის შედეგებს აჯამებს

BM.GE