მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტით იაპონიას გაუსწრო და გლობალური ლიდერი გახდა
ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტით იაპონიას გაუსწრო და გლობალური ლიდერი გახდა

ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტით იაპონიას გაუსწრო და გლობალური ლიდერი გახდა

BM.GE29 მაისი, 2026, 14:00|bm.ge

დაზუსტებული მონაცემების თანახმად, გასულ წელს ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტის მოცულობით იაპონიას გადაუსწრო და გლობალურ ბაზარზე პირველი პოზიცია დაიკავა. განახლებული სტატისტიკით, ჩინეთიდან ექსპორტირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ დაახლოებით 27 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. პარალელურად, იაპონიის მაჩვენებელი 25 მილიონი ერთეულის ფარგლებში იყო და ქვეყანას არსებითი ზრდა არ ჰქონია.

როგორც ირკვევა, იაპონიის ავტოინდუსტრია მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორის სტატუსს 1986 წლიდან ინარჩუნებდა, რაც Toyota, Honda და Nissan-ის გლობალური დომინაციით იყო განპირობებული, თუმცა ბოლო წლებში ფასითა და ტექნოლოგიით ჩინეთმა იაპონიას გადაუსწრო და Toyota-ს ადგილი BYD-იმ დაიკავა.

ისტორიულად, გლობალურ ლიდერობას სხვადასხვა პერიოდში სხვა ქვეყნებიც ინარჩუნებდნენ. მაგალითად, გასული საუკუნის 50-იან წლებში ექსპორტით გაერთიანებული სამეფო ლიდერობდა, ვიდრე მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგენილი გერმანიისა და იაპონიის ავტოინდუსტრიები გაუსწრებდნენ. რაც შეეხება აშშ-ს, 60-იან და 70-იან წლებში წარმოების ლიდერობის მიუხედავად, ამერიკული სატრანსპორტო საშუალებები დიდი ზომისა და მძლავრი ძრავების გამო საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებად პოპულარული იყო, მწარმოებლები კი ძირითადად შიდა ბაზარზე ფოკუსირდებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE