მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთმა ოქროს შესყიდვები რეკორდულად გაზარდა
ჩინეთმა ოქროს შესყიდვები რეკორდულად გაზარდა

ჩინეთმა ოქროს შესყიდვები რეკორდულად გაზარდა

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 18:09|bm.ge

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს შესყიდვები რეკორდულად გაზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის რეზერვები 830,000 უნციით შეივსო და ოქტომბრის ბოლოსთვის 78.3 მილიონ უნციას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ეს მაჩვენებელი 740,000 უნციას, ხოლო აგვისტოში 650,000 უნციას შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ჩინეთის მთავრობა ოქროს რეკორდული ტემპით ყიდულობს.

როგორც სექტორის ექსპერტები ხსნიან, პეკინის ეს სტრატეგია მიზნად ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს. Julius Baer-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს გაზრდილ შესყიდვებს მეტწილად პოლიტიკური მოტივები განსაზღვრავს, რადგან ჩინეთის მთავრობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ იუანი ოქროთია გამყარებული.

ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მთლიან სარეზერვო აქტივებში ოქრო 27%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, ჩინეთის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილი დაახლოებით 8.5%-ს შეადგენს, რაც მთავრობას მეტი ოქროს შესყიდვას და რეზერვის გლობალურ სტანდარტამდე გაზრდას აიძულებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

"მიმოვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა" - რა განიხილეს “ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე?

BM.GE