მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთში ჯიადას საბადოს ლითიუმის მარაგი 70%-ით გაიზარდა
ჩინეთში ჯიადას საბადოს ლითიუმის მარაგი 70%-ით გაიზარდა

ჩინეთში ჯიადას საბადოს ლითიუმის მარაგი 70%-ით გაიზარდა

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 02:05|bm.ge

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარე ჯიადას მსხვილი საბადოს რესურსული ბაზა, განმეორებითი შეფასების შედეგად, დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, დამატებითი გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ობიექტის რეგისტრირებული მარაგი ლითიუმის კარბონატის ექვივალენტით 1.05 მილიონი ტონით გაიზარდა და 2.53 მილიონ ტონას მიაღწია. ეს მაჩვენებელი მანამდე დაფიქსირებულ 1.48 მილიონ ტონასთან შედარებით 70.5%-იან მატებას ნიშნავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გამოვლენილი დამატებითი რესურსი მოიცავს 33.52 მილიონ ტონა მადანს, რომელშიც დაახლოებით 423 800 ტონა ლითიუმის ოქსიდი შედის. პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, Dazhong Mining-ის შეფასებით, პირველი საწარმოო უბანი, საპროექტო სიმძლავრის მიღწევის შემდეგ, წლიურად დაახლოებით 50 000 ტონა ლითიუმის კარბონატის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია მოპოვებისა და ექსპლუატაციისთვის საჭირო ნებართვების მიღების პროცედურებს ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ საბადოს რესურსული ბაზის გაფართოება ჩინეთს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ნაკლებად იყოს დამოკიდებული სტრატეგიული ნედლეულის იმპორტზე. ცნობისთვის, South China Morning Post-ის მონაცემებით, 2025 წელს ჩინეთმა ლითიუმის ნედლეულზე საკუთარი მოთხოვნის დაახლოებით 60% უცხოური წყაროების ხარჯზე დააკმაყოფილა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ იზრდება Tesla-ს აქციები?

რატომ იზრდება Tesla-ს აქციები?

BM.GE

პენტაგონმა Meridian-ის პროექტი დაიწყო, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს

პენტაგონმა Meridian-ის პროექტი დაიწყო, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს

BM.GE

ქუთაისის სასტუმროები აეროპორტის დატვირთვაზე არიან დამოკიდებული - „ცენტრალ ჰოტელი“

ქუთაისის სასტუმროები აეროპორტის დატვირთვაზე არიან დამოკიდებული - „ცენტრალ ჰოტელი“

BM.GE

რითეილ სექტორი მიწოდების ჯაჭვის შემცირებას ეთანხმება — სექტორი ლოგისტიკრი ცენტრების განვითარებას ითხოვს

რითეილ სექტორი მიწოდების ჯაჭვის შემცირებას ეთანხმება — სექტორი ლოგისტიკრი ცენტრების განვითარებას ითხოვს

BM.GE