მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა — ბაზარზე ახალ ტენდენციაა
ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა — ბაზარზე ახალ ტენდენციაა

ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა — ბაზარზე ახალ ტენდენციაა

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 04:53|bm.ge

ამერიკული ავტომობილების დეფიციტმა და ახალმა შეზღუდვებმა ადგილობრივ ბაზარზე სიცარიელე გააჩინა, რაც ჩინურმა ავტომწარმოებლებმა შეავსეს. Carmark -ის დამფუძნებლის, ირაკლი კუხიანიძის ინფორმაციით, ჩინური ავტომობილების რეალიზაცია 70%-ით არის გაზრდილი, თუმცა ისინი ამერიკიდან იმპორტირებულ მეორად მანქანებს სრულად ვერ ჩაანაცვლებენ.

„ნამდვილად, 70%-იანი ზრდა არის ჩინური ავტომობილების გაყიდვებში. რეგულაციების გამკაცრების და აშშ-ში აუქციონებზე მეორადი ავტომობილების დეფიციტით გაჩენილი სიცარიელე გაჩნდა ბაზარზე, რომლის დაკავება ჩინურმა მწარმოებლებმა დაიწყეს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. თუმცა ჩინური ავტომობილები ფიზიკურად ვერ ჩაანაცვლებს იმ

სეგმენტს, რომელიც არის ამერიკული აუქციონებიდან ჩამოყვანილი ავტომობილები, რადგან ჩინური ავტომობილების ფასი, იწყება 15,000 დოლარიდან ზემოთ და ამერიკის მეორად ბაზარზე უფრო შეღავათიანი ფასით არის ავტომობილები“, - ამბობს კუხიანიძე.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ინტერესი მკვეთრად არის გაზრდილი არა მხოლოდ ჩინური ავტომობილების მიმართ, არამედ ელექტრომობილების მიმართაც.

„ალბათ ჩვენი გაყიდვების 60% მოდის ელექტრომობილებზე... მიზეზი ბევრია: საწვავის გაძვირება, ნულოვანი ტარიფი განბაჟებაზე და ამასთან ელექტრომობილებს არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა“, - განმარტავს ირაკლი კუხიანიძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი

BM.GE

არჩევნების შეჯამების ვადები მცირდება - რა ცვლილებები იგეგმება "საარჩევნო კოდექსში"?

არჩევნების შეჯამების ვადები მცირდება - რა ცვლილებები იგეგმება "საარჩევნო კოდექსში"?

BM.GE

ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიან

ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიან

BM.GE