მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინურმა DeepSeek-მა საკუთარი ჩიპების წარმოება დაიწყო
ჩინურმა DeepSeek-მა საკუთარი ჩიპების წარმოება დაიწყო

ჩინურმა DeepSeek-მა საკუთარი ჩიპების წარმოება დაიწყო

BM.GE9 ივლისი, 2026, 03:30|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ჩინური სტარტაპი DeepSeek-ი საკუთარ ჩიპს ავითარებს, რაც კომპანიას Nvidia-სა და Huawei-ს პროდუქციაზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ DeepSeek-ის ინიციატივა ადრეულ ეტაპზეა და ის დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. კომპანიამ უკვე დაამყარა კონტაქტი გარე პარტნიორებთან და მოლაპარაკებებს ჩიპების დიზაინის, ნახევარგამტარების წარმოებისა და მეხსიერების მწარმოებელ კომპანიებთან აწარმოებს.

რაც შეეხება ბაზრის სტრუქტურას, აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვების გამო, ჩინურ კომპანიებს Nvidia-ს მოწინავე ჩიპების შეძენა აკრძალული აქვთ. ამ მოცემულობამ Huawei-ს ხელი შეუწყო, $50-მილიარდიანი შიდა ბაზრის თითქმის ნახევარი დაეკავებინა და ჩიპები DeepSeek-ისთვისაც მიეწოდებინა, თუმცა Huawei-ს პოზიციები სუსტდება, რადგან მისი კონკურენტები, Alibaba და Baidu, საკუთარ ჩიპებს უკვე ავითარებენ და ამ გზას ახლა DeepSeek-იც მიჰყვევა,

ცნობისთვის, DeepSeek-ი აქამდე Nvidia-ს და Huawei-ს ჩიპებს ერთდროულად იყენებდა. კომპანიის განცხადებით, მოდელი R1, რომლის დაბალმა თვითღირებულებამ 2025 წლის იანვარში ამერიკული ტექნოლოგიური აქციების ვარდნა გამოიწვია, ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილ Nvidia-ს H800 ჩიპზე გაიწვრთნა, რის შემდეგაც სტარტაპმა აქცენტი Huawei-ზე გადაიტანა. აპრილში გამოშვებული V4 მოდელი Huawei-ს Ascend ჩიპებზე იყო ადაპტირებული, ხოლო გამარტივებული ვერსიის, V4-Flash-ის წვრთნისთვის Huawei-ს პროცესორები გამოიყენებოდა.

როგორც ცნობილია, როცა DeepSeek-ი საკუთარ ჩიპებს დანერგავს, ის სრულად ჩაეხსნება Nvidia-სა და Huawei-ს, რაც კომპანიას მეტ ტექნოლოგიურ მოქნილობას და დამოუკიდებლობას მისცემს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

BM.GE

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

BM.GE

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

BM.GE

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

BM.GE