მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე
"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე

"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 15:37|bm.ge

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოში და თანათავმჯდომარის რანგში გავხსნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ერთმანეთის ტრადიციებისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემით, და სწორედ ეს ურთიერთპატივისცემა იყო და რჩება ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძვლად. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას თან სდევს უმაღლეს დონეზე არსებული რეგულარული პოლიტიკური დიალოგი. ამ კონტექსტში, მსურს, გამოვყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ურთიერთობების განვითარებისა და კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი ინტერესი.

დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი. შესაბამისად, მივესალმებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და მისი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება.„სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. ჩვენი საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა.

ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, დასრულებულია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და გრძელდება ჩვენი რკინიგზის რესურსების კიდევ უფრო მეტად განვითარება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელ ნაწილად იქცა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ამ პროექტის განხორციელება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, რაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. წელს 9 თვეში აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა 14.1%-ით 1 მილიარდ 109 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ვაჭრობაში აზერბაიჯანმა 5.4%-იანი წილით პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ 9 თვის მონაცემებით, მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება. თუმცა ექსპორტის ასეთი მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში ავტომობილების მოცულობითი რეექსპორტით არის განპირობებული, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მცირდება.

წელს საქართველომ ამ მიმართულებით ექსპორტი 6.9%-ით 566 მილიონ 665 ათას დოლარამდე გაზარდა და ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ყირგიზეთის და ჩინეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველომ აზერბაიჯანიდან 542 მილიონ 501 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა. იმპორტი წლიურად 22.9%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
  • პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

კაპადოკიაში კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

კაპადოკიაში კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE

1-ელი ნოემბრიდან, ერთი დღით ჭოველიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - მერია

1-ელი ნოემბრიდან, ერთი დღით ჭოველიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - მერია

BM.GE

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანთან ენერგეტიკაში კავშირების გაძლიერებისთვის მზაობას აცხადებს

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანთან ენერგეტიკაში კავშირების გაძლიერებისთვის მზაობას აცხადებს

BM.GE

რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE