მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩვენი მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს" - მაკა ბოჭორიშვილი
"ჩვენი მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს" - მაკა ბოჭორიშვილი

"ჩვენი მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს" - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE5 მაისი, 2026, 03:33|bm.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანტიევროპული რიტორიკის ბრალდებები უსაფუძვლოა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს.

„წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტიევროპულ რიტორიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს საპასუხო. ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და, თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან. კონკრეტულად, როდესაც საქართველოს შესახებ უსამართლო რეზოლუციები მიიღება, შეუძლებელია, ეს დარჩეს კომენტარის ან პასუხის გარეშე. როდესაც პოლიტიკოსები სცემენ პასუხს, ეს არ უნდა იყოს თარგმნილი როგორც ანტიევროპული რიტორიკა. ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

თუ ჩავიხედავთ იმ რეზოლუციებში, ძალიან ბევრ უსამართლობას და დეზინფორმაციას ნახავთ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ევროპარლამენტის 10 რეზოლუცია, ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღებული და ძალიან ბევრს ნახავთ ასეთს. ძალიან ბევრი ისეთი ნარატივია ამ რეზოლუციებში და ისეთი რამ არის მოცემული, რომელიც სრულიად აკარგვინებს ფასს, მოწყვეტილია რეალობას და ძალიან მძიმე სურათს ხატავს საქართველოს შესახებ.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ $17.2 მილიონის ღირებულების ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები შეიძინა - იმპორტი გაძვირდა

საქართველომ $17.2 მილიონის ღირებულების ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები შეიძინა - იმპორტი გაძვირდა

BM.GE

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

BM.GE

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE