მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენი პროგნოზით, II კვარტალში ინფლაცია 5%-ზე მაღალი იქნება - ლაშა ქავთარაძე
ჩვენი პროგნოზით, II კვარტალში ინფლაცია 5%-ზე მაღალი იქნება - ლაშა ქავთარაძე

ჩვენი პროგნოზით, II კვარტალში ინფლაცია 5%-ზე მაღალი იქნება - ლაშა ქავთარაძე

BM.GE5 მაისი, 2026, 16:15|bm.ge

Galt & Taggart-მა წლიური ინფლაციის პროგნოზს გადახედა და წლის დასაწყისში არსებული 3%-იანი მაჩვენებელი 4.8%-მდე გაზარდა. ამასთან, მეორე კვარტალში საინვესტიციო ბანკი 5%-ზე მაღალ ინფლაციას ელოდება.

Galt & Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის განცხადებით, პროგნოზის კორექტირება გლობალურმა და შიდა ფაქტორებმა განაპირობა, თუმცა ამ ეტაპზე ქავთარაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ ელის.

"ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მოგვიხდა ინფლაციის პროგნოზის გადახედვა, ოღონდ ზრდის მიმართულებით. თუ მანამდე, წლის დასაწყისში, გვქონდა, მაგალითად, 3% და ველოდებოდით, რომ საშუალო წლიური ინფლაცია წელს 3%-ს დაუახლოვდებოდა, ეს მაჩვენებელი 4.8%-მდე გავზარდეთ. ინფლაციის ზრდა აპრილიდან არის შესამჩნევი. რა თქმა უნდა, ამაზე გავლენას ახდენს ირანის ესკალაცია, რასაც შიდა ფაქტორებიც ემატება და მოდით, ეს დეტალურად ავხსნათ.

აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა. ჩვენი შეფასებით, ირანის ესკალაციიდან მომდინარე ენერგომატარებლების ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე და ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის ტარიფის მატებას, ორივეს ერთად ამ 5.9%-იან ინფლაციაში 2.3 პროცენტული პუნქტის წვლილი აქვს. აქედან პირდაპირი ეფექტი 1.3 პროცენტული პუნქტია (0.5 მოდის ელექტროენერგიის ტარიფზე, დანარჩენი კი - ბენზინსა და დიზელზე), ხოლო დარჩენილი 1 პროცენტული პუნქტი არაპირდაპირი ეფექტია, რაც სატრანსპორტო და სხვა საწარმოო ხარჯების გაზრდიდან გამომდინარეობს.

ახლა რას უნდა ველოდოთ მომდევნო თვეებში: მაისშიც ინფლაცია 5%-ზე მაღალია, ანუ მეორე კვარტალში, ჩვენი პროგნოზით, ის კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება. ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიო ბანკის პროგნოზებს ნავთობის ფასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოხდება მისი დასტაბილურება და ბრენტის ნავთობის საშუალო წლიური ფასი 86 დოლარამდე იქნება, ანუ მოხდება თანდათანობითი ნორმალიზაცია. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4.8% იქნება. ეს არის დაშვება ჩვენს პროგნოზში რომ ნორმალიზება მოხდება. შესაბამისად, თუ მიმდინარე დონე უფრო დიდხანს შენარჩუნდა და ნორმალიზება მხოლოდ მეოთხე კვარტალში ვიხილეთ, მაშინ ინფლაცია, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი იქნება და პროგნოზის გადახედვა კვლავ ზრდის მიმართულებით მოგვიწევს", - აცხადებს ქავთარაძე.

ხვალ, 6 მაისს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომაა დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება. წინა სხდომაზე სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გზა ქუთაისიდან ტექნოლოგიების სამყაროში - საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანი

გზა ქუთაისიდან ტექნოლოგიების სამყაროში - საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, გიორგი ბურჯალიანი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

$50-მილიარდიანი პანაზიური ენერგოქსელის ინიციატივა - რას გეგმავს ADB?

$50-მილიარდიანი პანაზიური ენერგოქსელის ინიციატივა - რას გეგმავს ADB?

BM.GE

ეს თანხა „ღვინის პოპულარიზაციაზე“ დაიხარჯება - ლევან მეხუზლა ღვინის ნიშანდების გადასახადზე

ეს თანხა „ღვინის პოპულარიზაციაზე“ დაიხარჯება - ლევან მეხუზლა ღვინის ნიშანდების გადასახადზე

BM.GE