
Cityzen Tower-მა, რომელიც Zaha Hadid Architects-ის მიერ არის პროექტირებული, სამი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა - მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
საქართველოსა და კავკასიის რეგიონის არქიტექტურულ ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. Cityzen Tower-მა — პირველმა ცათამბჯენმა კავკასიაში, რომელიც ლეგენდარული არქიტექტურული ბიუროს, Zaha Hadid Architects-ის მიერ არის შექმნილი , მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ერთბაშად სამი უმსხვილესი საერთაშორისო არქიტექტურული და დიზაინერული კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისში მიმდინარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბის მოვლენაა, რომელიც რეგიონში პრემიუმ კლასის ცხოვრებისა და არქიტექტურული დიზაინის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
პროექტის მიერ მოპოვებული ჯილდოების სია:
• BLT Built Design Awards (გამარჯვებული) – კატეგორიაში Architectural Design / Residential. ეს პრესტიჟული ჯილდო გადაეცემათ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან უზადო ურბანული და არქიტექტურული ხედვით. • World Architecture Community (გამარჯვებული) – კატეგორიაში Mixed-Use. აღნიშნული გამარჯვება ხაზს უსვამს კომპლექსის ფუნქციურ მრავალფეროვნებას და მის ორგანულ ინტეგრაციას თანამედროვე ქალაქის რიტმში. • World Architecture News (WAN) Awards (ოქროს მფლობელი) – კატეგორიაში Residential. WAN Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული პლატფორმაა და მისი უმაღლესი, ოქროს ჯილდო Cityzen-ის არქიტექტურულ და სტრუქტურულ უპირატესობაზე მეტყველებს.
მშენებლობა და გაყიდვები: თბილისის ახალი, გამორჩეული ლენდმარკის მშენებლობა უკვე დაწყებულია და პროცესი გეგმის მიხედვით, აქტიურ ფაზაშია. მასშტაბური პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2029 წლის ივლისში იგეგმება. პარალელურად, კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.
საერთაშორისო აღიარებამ და Zaha Hadid Architects-ის უნიკალურმა ხელწერამ პროექტის მიმართ ინტერესი როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ინვესტორებში კიდევ უფრო გაზარდა.