მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. CleanSpark Mining-მა წინა კვარტალში $378 მილიონის ზარალი მიიღო
CleanSpark Mining-მა წინა კვარტალში $378 მილიონის ზარალი მიიღო

CleanSpark Mining-მა წინა კვარტალში $378 მილიონის ზარალი მიიღო

BM.GE15 მაისი, 2026, 02:20|bm.ge

ბიტკოინის მაინინგით დაკავებულმა კომპანია CleanSpark-მა 2026 გასული ფისკალური კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალმა $136 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით ნაკლებია.

არსებული ინფორმაციით, წმინდა ზარალმა $378 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი $45.3 მილიონს უტოლდებოდა. რაც შეეხება შემოსავალს თითო აქციაზე (EPS), კომპანიამ $1.52-იანი ზარალი დააფიქსირა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ ზარალს მნიშვნელოვნად აღემატება.

ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება დიდწილად ბიტკოინის ღირებულების ცვლილებით გამოწვეულმა არაფულადმა ზარალმა განაპირობა. პარალელურად, საოპერაციო ხარჯებმა $82 მილიონი შეადგინა, ხოლო ცვეთისა და ამორტიზაციის მაჩვენებელი $116 მილიონამდე გაიზარდა.

როგორც ირკვევა, საოპერაციო თვალსაზრისით კომპანიამ ზრდა აჩვენა – ჰეშრეითის საშუალო თვიური მაჩვენებელი წლიურად 18%-ით გაიზარდა. ამასთან, კონტრაქტით გათვალისწინებული სიმძლავრეები გაორმაგდა.

ამჟამად CleanSpark-ი აშშ-ის მასშტაბით 1.8 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს, მიწის ნაკვეთებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებს აკონტროლებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ დაბალი თვითღირებულების ენერგია საფუძველია როგორც ბიტკოინის მაინინგისთვის, ისე პოტენციური AI- დატვირთვებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE