მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Cloudflare თანამშრომელთა 20%-ს ათავისუფლებს
Cloudflare თანამშრომელთა 20%-ს ათავისუფლებს

Cloudflare თანამშრომელთა 20%-ს ათავისუფლებს

BM.GE9 მაისი, 2026, 03:14|bm.ge

ინტერნეტინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე Cloudflare-მა ოპერაციული რესტრუქტურიზაცია და გლობალურად 1 100-ზე მეტი თანამშრომლის დათხოვნა დააანონსა. კომპანიის გადაწყვეტილება AI-ინსტრუმენტების აქტიურ ათვისებასა და შიდა პროცესების ტრანსფორმაციას უკავშირდება.

მენეჯმენტის განმარტებით, სამუშაო ადგილების შემცირება არა თანამშრომელთა პროდუქტიულობას ან ფინანსურ წნეხს, არამედ სამუშაო მოდელის ფუნდამენტურ ცვლილებას ასახავს.

როგორც ირკვევა, 2026 წლის პირველ კვარტალში Cloudflare-ის შემოსავალმა $639.8 მილიონი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $621.9 მილიონს აჭარბებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მეთიუ პრინცისა და თანადამფუძნებლის, მიშელ ზატლინის განცხადებით, Cloudflare-ი აგენტურ AI-ზე ორიენტირებულ ოპერაციულ მოდელზე გადადის. მათი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის შიდა საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ექვსჯერ გაიზარდა, რამაც გუნდების ფუნქციონირების გადააზრება აუცილებელი გახადა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანალოგიური ტენდენცია ფინანსურ სექტორშიც ფიქსირდება — თებერვალში გადახდების სისტემამ Block-მა AI-ს ინტეგრირების მიზნით 4 000-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

BM.GE

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE