მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. CNN ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საძიებო სისტემა Perplexity-ს უჩივის
CNN ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საძიებო სისტემა Perplexity-ს უჩივის

CNN ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საძიებო სისტემა Perplexity-ს უჩივის

BM.GE29 მაისი, 2026, 02:31|bm.ge

CNN-მა Perplexity-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საინფორმაციო ქსელი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საძიებო სისტემას საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის უკანონო გავრცელებაში ადანაშაულებს.

"CNN-ის სარჩელი ეფუძნება პრინციპს, რომ Perplexity-ს, რომელიც ათობით მილიარდ დოლარადაა შეფასებული, არ უნდა შეეძლოს მასალის მოპარვა იმ სუბიექტებისგან, რომლებიც ორიგინალურ კონტენტს ქმნიან", - ნათქვამია Warner Bros. Discovery-ის მფლობელობაში მყოფი საინფორმაციო კომპანიის განცხადებაში.

CNN-ის სარჩელი ემატება იმ იურიდიული დავების სერიას, რომლებიც Perplexity-ის წინააღმდეგაა მიმართული. კომპანია, რომელიც მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გასაცემად ვებსაიტებს AI-ის დახმარებით ამუშავებს, საავტორო უფლებების დარღვევასა და საკუთარი ტექნოლოგიის გასაწვრთნელად მონაცემების უკანონო მოპოვებაში დაადანაშაულეს. სხვა გამომცემლებთან ერთად, Perplexity-ს The New York Times, Reddit-ი და Dow Jones-იც უჩივიან.

"იმისთვის, რომ გაიგონ, თუ რა ხდება მათ ირგვლივ, საზოგადოება ადამიანების მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკას ეყრდნობა. ასეთი პროდუქტის შექმნა ხშირად სახიფათო და ძვირია. კომერციულმა ოპერატორებმა მისი გამოყენებისთვის ფული შეიძლება და უნდა გადაიხადონ კიდეც.

ჩვენ გვირჩევნია, რომ ეს გონივრული სალიცენზიო შეთანხმებების საფუძველზე გააკეთონ, მაგრამ თუ ამაზე უარს იტყვიან (როგორც ეს Perplexity-ის შემთხვევაშია), მათ სამართლებრივი ზიანის ანაზღაურება მოუწევთ. უფასო ვარიანტი არ არსებობს", - აღნიშნულია CNN-ის განცხადებაში.

2022 წელს OpenAI-ის ChatGPT-ის ჩაშვების შემდეგ, ახალი ამბების გამომცემლები და ავტორები შიშობენ, რომ მათი კონტენტი ჩატბოტის საძიებო შედეგებში ხვდება, რამაც საავტორო უფლებების, კომპენსაციისა და მფლობელობის შესახებ დავები გამოიწვია.

პარალელურად, რამდენიმე საინფორმაციო კომპანიამ ტექნოლოგიურ გიგანტებთან და გენერაციული AI-ის ფირმებთან სალიცენზიო ხელშეკრულებები და პარტნიორობა გააფორმეს, რითაც უზრუნველყოფენ, რომ მოდელებს ახალი ამბების გადამოწმებულ წყაროებზე ჰქონდეთ წვდომა, ამავდროულად კი გამომცემლებმა კომპენსაცია მიიღონ და მათ ორიგინალურ სტატიებზე საძიებო სისტემაში ბმულები განთავსდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

BM.GE

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

BM.GE