მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Coinmania-ზე უკვე 1000-ზე მეტი კრიპტოაქტივია ხელმისაწვდომი!
Coinmania-ზე უკვე 1000-ზე მეტი კრიპტოაქტივია ხელმისაწვდომი!

Coinmania-ზე უკვე 1000-ზე მეტი კრიპტოაქტივია ხელმისაწვდომი!

BM.GE30 ივნისი, 2026, 14:49|bm.ge

Coinmania – პირველი ქართული კრიპტობირჟა, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული, ციფრული აქტივების ბაზარზე პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს. ამჯერად, პლატფორმამ მორიგ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია: ამიერიდან მომხმარებლებისთვის 1000-ზე მეტი კრიპტოაქტივია ხელმისაწვდომი.

ეს მაჩვენებელი საქართველოში მოქმედ ლიცენზირებულ კრიპტობირჟებს შორის ყველაზე ფართო არჩევანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრეიდინგ ტოკენებით ვაჭრობა საერთაშორისო ბირჟის კურსით არის შესაძლებელი, რაც ქართველი მომხმარებლებისთვის ინვესტირებისა თუ ტრეიდინგის პროცესს კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, გიორგი აფხაზავა, აღნიშნავს, რომ ახალი შესაძლებლობა მომხმარებლებს საინვესტიციო პორტფელის მართვას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს:

„Coinmania-ზე წარმოდგენილი კრიპტოაქტივების მრავალფეროვნება ნებისმიერი საინვესტიციო სტრატეგიის მქონე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე სხვადასხვა ბირჟაზე ვაჭრობის ნაცვლად, პორტფელის დივერსიფიკაცია ერთ პლატფორმაზე მოახდინოს – თანაც, ზუსტად იმ პირობებით, რაც საერთაშორისო ბირჟებზეა ხელმისაწვდომი“.

გარდა აქტივების უდიდესი არჩევანისა, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიასაც სთავაზობს. Coinmania-ს პარტნიორ ობიექტებში პერიოდულად მოქმედებს 50%-მდე ქეშბექი კრიპტოკონვერტაციით გადახდისას. კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბური აქტივობა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩებისთვისაც იგეგმება. სპეციალურ აქციებში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია მომხმარებელს ჰქონდეს Coinmania-ზე ვერიფიცირებული საფულე და თვალი ადევნოს კომპანიის ოფიციალურ სოციალურ ქსელებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

AVE. NEW ახალი გამზირი - სივრცე ახალი კავშირებისთვის

AVE. NEW ახალი გამზირი - სივრცე ახალი კავშირებისთვის

BM.GE

თბილისში უზბეკეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართება - დეტალები

თბილისში უზბეკეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართება - დეტალები

BM.GE

ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება - ადმინისტრაცია

ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება - ადმინისტრაცია

BM.GE