
CQM – პროექტის სრული მენეჯმენტი იდეიდან დასრულებამდე
სამშენებლო პროექტების უმეტესობა ვადებს ან ბიუჯეტს სცილდება. ეს შეიძლება, ზოგად, ბუნდოვან პრობლემად ჟღერდეს, მაგრამ ვინც ოდესმე სამშენებლო პროცესში ყოფილა ჩართული, მათთვის ეს კარგად ნაცნობი სურათია. უნდა დაისვას კითხვა: რატომ ხდება ეს სისტემატურად? პასუხი, როგორც წესი, მართვაშია.
ქართულ სამშენებლო ბაზარზე მენეჯმენტი ხშირად ზედამხედველობასთანაა გაიგივებული. ზედამხედველი ობიექტზე მიდის, ამოწმებს მას და ხარვეზს აფიქსირებს. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა მენეჯმენტის ნაწილი არ არის.
ზედამხედველობა პრობლემას ხილვადს ხდის. მენეჯმენტი კი ცდილობს, ეს პრობლემა საერთოდ არ წარმოიქმნას. სხვაობა შეიძლება, ფორმალურად ჩანდეს, მაგრამ ფინანსურ შედეგებში ყველაზე მკაფიოდ ვლინდება – ხელახლა გადაკეთებული სამუშაო, გადავადებული ჩაბარება და გაუთვალისწინებელი ხარჯები.
CQM ამ ლოგიკის მიღმა მუშაობს. კომპანია პოზიციონირებს, როგორც დამკვეთის ინტერესების სისტემური მმართველი პროცესის პირველი ნაბიჯიდან ბოლო ეტაპამდე.
პროექტის მართვა მისი საჭიროების გაანალიზებიდან იწყება. CQM-ის შემთხვევაში, ეს ეტაპი ნულოვანი ანგარიშის სახეს იღებს. ეს დოკუმენტი პროექტის ანალიტიკური საფუძველია: რა სჭირდება დამკვეთს, რისკების განსაზღვრა მშენებლობაზე, საიდან იწყება პროცესი და სად შეიძლება წარმოიქმნას სირთულე.
ნულოვანი ანგარიშის შედეგად პროექტის მართვისა და განვითარების მატრიცა ყალიბდება. ეს ინსტრუმენტი ყოველი შემდეგი ეტაპის სტრუქტურას ქმნის – ვინ, რას, როდის და რა სტანდარტით ასრულებს. მატრიცა ერთდროულად სამუშაო ინსტრუმენტია CQM-ის გუნდისთვის და გამჭვირვალობის საშუალება – დამკვეთისთვის.
ეს გამჭვირვალობა ფორმალობა არ არის. დამკვეთი, რომელიც ნებისმიერ მომენტში ხედავს, რა ეტაპზეა მისი პროექტი, გაცილებით სწრაფ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს იღებს. გაურკვევლობა კი ისევ მართვის არარსებობის შედეგია.
სამშენებლო პროექტებში სამი ცვლადი ყოველთვის ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ვადა, ბიუჯეტი, ხარისხი. ამ სამს ხშირად განიხილავენ ცალ-ცალკე, მაგრამ პრაქტიკა სხვა რაიმეს გვიჩვენებს. ვადის გადაწევა ავტომატურად ხარჯს ზრდის, ხარისხის მოთხოვნა კი, თავის მხრივ, ვადებსა და დანახარჯებზე ახდენს გავლენას.