მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში

დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში

BM.GE29 მაისი, 2026, 22:17|bm.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, Miami Ad School Madrid-ში სწავლით დაინტერესებულ პირებისთვის, საქართველოს ბანკი 3 ივნისს, 17:00 საათზე ონლაინ ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/4oc1A1H

შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ბანკის და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის შესახებ.

ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

• როგორ მოიპოვონ სრული დაფინანსება მადრიდში სასწავლებლად; • რა მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი Miami Ad School Madrid-ში; • რას მოიცავს სტიპენდია; • როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი და რა შესაძლებლობებს ქმნის პროგრამა სტუდენტებისთვის.

შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართება, სპიკერი კი Miami Ad School Madrid-ის პროგრამის კოორდინატორი, პაულა კაბანილასი იქნება, რომელსაც მონაწილეები პირდაპირ დაუსვამენ კითხვებს პროგრამისა და სწავლის პროცესის შესახებ.

ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ Miami Ad School Madrid-ში 1-წლიან პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით და გადადგან პირველი ნაბიჯები საერთაშორისო შემოქმედებით ინდუსტრიაში.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 8 ივნისს დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE