მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაფინანსების გადახედვა თვითმიზანი არ არის, თუმცა ტარიფები მუდმივად რელევანტური უნდა იყოს - მიხეილ სარჯველაძე DRG-ის ტარიფებზე
დაფინანსების გადახედვა თვითმიზანი არ არის, თუმცა ტარიფები მუდმივად რელევანტური უნდა იყოს - მიხეილ სარჯველაძე DRG-ის ტარიფებზე

დაფინანსების გადახედვა თვითმიზანი არ არის, თუმცა ტარიფები მუდმივად რელევანტური უნდა იყოს - მიხეილ სარჯველაძე DRG-ის ტარიფებზე

BM.GE7 მაისი, 2026, 15:35|bm.ge

კლინიკების დაფინანსების DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) მოდელი მუდმივ განახლებასა და რეალობასთან შესაბამისობას გულისხმობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.

BMG-ის კითხვაზე, ხომ არ განიხილავს სამინისტრო დაფინანსებისა და ტარიფების გადახედვას, სარჯველაძე აცხადებს, რომ ტარიფების გადახედვა - იქნება ეს გაზრდა თუ შემცირება - თავისთავად თვითმიზანი არ არის. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომსახურების ანაზღაურება არსებული სერვისების ადეკვატური იყოს.

„მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ DRG-ის მოდელი გულისხმობს იმას, რომ მუდმივად რელევანტური იყოს დაფინანსების კონკრეტული ტარიფები იმ მომსახურებისა, რომელიც არსებობს“, - ამბობს სარჯველაძე.

მისივე თქმით, კლინიკების სურვილი, მიიღონ მეტი დაფინანსება, ბუნებრივი და ლოგიკურია, თუმცა სახელმწიფო გადაწყვეტილებებს დაბალანსებული მიდგომით იღებს.

„აბსოლუტურად ბუნებრივად მეჩვენება, რომ კლინიკებს, რომლებიც წარმოადგენენ კერძო სექტორს, აქვთ მუდმივად მეტის მოთხოვნის სურვილი, ინიციატივა, ინტერესი. ეს აბსოლუტურად გონივრულია, მაგრამ აუცილებელია დაბალანსებული მიდგომა. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა კლინიკას უნდა დაფინანსების გაზრდა, თუმცა, შეიძლება ჰქონდეთ კრიტიკული შენიშვნები კონკრეტულ პოზიციებთან დაკავშირებით“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ამასთან, მისივე თქმით, სამინისტრო მზადაა განიხილოს თითოეული საჩივარი თუ შენიშვნა, რომელიც დაფინანსების სიმცირეს ეხება.

„ყოველ კონკრეტულ საჩივარს აუცილებლად სჭირდება სიღრმისეული და პროფესიონალური გარჩევა. ამ გარჩევების შედეგად უნდა მივიღოთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც იქნება გონივრული“, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი, რომელიც დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსებას გულისხმობს, 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. მისი საშუალებით მკურნალობის ფაქტიური ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, პაციენტის ასაკზე, დიაგნოზზე, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობასა და სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ავტომატურად დგინდება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მოქალაქეების მკურნალობისთვის გადასახდელი თანხა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE