მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დაგეგმილია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის აეროპორტების შესაძლებლობების გაფართოება" - ირაკლი კობახიძე
"დაგეგმილია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის აეროპორტების შესაძლებლობების გაფართოება" - ირაკლი კობახიძე

"დაგეგმილია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის აეროპორტების შესაძლებლობების გაფართოება" - ირაკლი კობახიძე

BM.GE17 ივლისი, 2026, 03:25|bm.ge

აეროპორტების მიმართულებით დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - შესაძლებლობების გაფართოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, რაც მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე აუცილებელია ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება დაუთმო რკინიგზის მოდერნიზაციას.

“ბათუმთან დაკავშირებით გრძელდება მოლაპარაკებები. ქუთაისთან დაკავშირებით აქტიურად წარიმართება სამუშაოები და დაახლოებით 5 მილიონს მიაღწევს მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. თბილისში ჩვენ დავიწყეთ უკვე არსებული აეროპორტის გაფართოება, რაც მგზავრთნაკადს გაზრდის 10 მილიონამდე წლის განმავლობაში და პარალელურად დაიწყება უკვე მომავალი წლის ბოლომდე ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება უკვე 20 მილიონი. რაც მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის.რკინიგზის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა - რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნა როგორც მგზავრებისთვის, ისე ტვირთებისთვის. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის გადაადგილების დრო. ეს ყველაფერი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,”- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებულიიმედი
  • თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
თბილისის →კობახიძე →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

საქართველოდან ცოცხალი ღორების ექსპორტი წელს ნულოვანია, იმპორტი კი - გაიზარდა | ერთადერთი საიმპორტო ბაზარი რუსეთია

საქართველოდან ცოცხალი ღორების ექსპორტი წელს ნულოვანია, იმპორტი კი - გაიზარდა | ერთადერთი საიმპორტო ბაზარი რუსეთია

BM.GE

მიმდინარე კვირაში პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება

მიმდინარე კვირაში პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება

BM.GE

დღეს, თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება|"თელასი"

დღეს, თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება|"თელასი"

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE