მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაგვიანებული Apple Intelligence-ის გამო, კომპანიას $250 მილიონის გადახდა დაეკისრა
დაგვიანებული Apple Intelligence-ის გამო, კომპანიას $250 მილიონის გადახდა დაეკისრა

დაგვიანებული Apple Intelligence-ის გამო, კომპანიას $250 მილიონის გადახდა დაეკისრა

BM.GE7 მაისი, 2026, 03:30|bm.ge

ამერიკულმა Apple-მა აქციონერებთან დავა მორიგებით დაასრულა და კომპენსაციის სახით $250 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა. სასამართლო დავა Siri-ს ხმოვანი ასისტენტისთვის AI-ფუნქციების დაგვიანებას უკავშირდება.

შეთანხმება, რომელიც კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, არ გულისხმობს კომპანიის მიერ დანაშაულის აღიარებას. Apple-ში განმარტავენ, რომ საკითხის მოგვარება სამომავლო ინოვაციებზე კონცენტრირების მიზნით გადაწყდა.

დავის საფუძველი 2024 წელს დაწყებული სარეკლამო კამპანია გახდა, როდესაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple Intelligence-ის ფარგლებში Siri-ს მასშტაბური განახლება დააანონსა. კომპანია მომხმარებლებს ჰპირდებოდა, რომ ახალი ფუნქციები იმავე წლის შემოდგომაზე, iPhone-ის ახალ მოდელებთან ერთად იქნებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა, სმარტფონების გაყიდვაში ჩაშვებისას აღნიშნული შესაძლებლობები სისტემაში არ აღმოჩნდა, რამაც აქციონერთა უკმაყოფილება და ფინანსური ზიანი გამოიწვია.

როგორც ირკვევა, Apple-ის ხელმძღვანელობამ Siri-ს სრული განახლების მიმდინარე წლამდე გადადება დაადასტურა. ამჟამად უკვე ცნობილია, რომ ხმოვანი ასისტენტის ახალ ფუნქციებს კომპანია დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, მომავალ თვეს წარადგენს. კომპანიის განცხადებით, 2024 წლიდან დღემდე მათ არაერთი სხვა AI-ფუნქცია უკვე დანერგეს, აღნიშნული შეთანხმება კი მხოლოდ ორ კონკრეტულ ტექნოლოგიურ სიახლეს ეხება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE