მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დამოუკიდებლობის 35 წელი - რომელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ასწრებს საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ით
დამოუკიდებლობის 35 წელი - რომელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ასწრებს საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ით

დამოუკიდებლობის 35 წელი - რომელ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ასწრებს საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ით

BM.GE26 მაისი, 2026, 23:23|bm.ge

დღეს, 26 მაისს საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნული ბანკი 6.5%-ის ეკონომიკურ ზრდას მოელის, სავალუტო ფონდის შეფასებით კი მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 11,500 დოლარს მიაღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2026 წლის მდგომარეობით ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ესტონეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე 34,848 დოლარია. საქართველო ესტონეთთან შედარებით სამჯერ ღარიბია და მისი მშპ ერთ მოსახლეზე 11,500 დოლარს შეადგენს.

საქართველო სიმდიდრით 8 პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ყველაზე ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა კვლავ ტაჯიკეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზეც $1527-ია. სხვაობა ესტონეთსა და ტაჯიკეთს შორის 33,300 დოლარს აღემატება.

არსებობს სხვადასხვა შეფასება იმასთან დაკავშირებით თუ რა იყო საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 30 და 35 წლის წინ. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველო უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა და სხვადასხვა შეფასებით ჯამურმა ეკონომიკურმა ვარდნამ 70%-ს მიაღწია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს შესახებ 1994 წელზე უფრო ადრეული წლების სტატისტიკა არ გააჩნია, 1994 წლის მაჩვენებლით კი ქვეყნის მშპ ერთ მოსახლეზე 173 დოლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ ერთ ქვეყანას - ტაჯიკეთს ასწრებდა. თუმცა, მსოფლიო ბანკის თანახმად, 1994 წელს მშპ უფრო მაღალი იყო და 520 დოლარს შეადგენდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებითვე, 1989 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 1,850 დოლარს შეადგენდა, 1990 წელს დაიწყო რეცესიის პროცესი, რომელიც 1994 წელს დასრულდა. მშპ ერთ მოსახლეზე 1990 წელს ჯერ 1660 დოლარამდე შემცირდა, 1991 წელს 1308 დოლარამდე, 1992-ში 757 დოლარამდე, 1993 წელს 550 დოლარამდე, 1994 წელს კი 520 დოლარამდე. ეს ეკონომიკის 72%-იან ვარდნას წარმოადგენდა და მსოფლიოს მასშტაბითაც გამორჩეულად მძიმე მაჩვენებელი იყო.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე 1994 წელს და 2026 წელს - რანჟირებულია 2026 წლის მდგომარეობით - IMF

ქვეყანა 1994 წელს 2025 წელს მატება ესტონეთი $1,711 $34,848 $33,137 ლიეტუვა $1,650 $32,557 $30,907 ლატვია $1,671 $25,935 $24,264 ყაზახეთი $752 $15,809 $15,057 თურქმენეთი $1,822 $14,367 $12,544 რუსეთი $1,979 $14,365 $12,385 საქართველო $173 $11,500 $11,327 სომხეთი $197 $8,999 $8,802 მოლდოვა $390 $8,996 $8,607 ბელარუსი $1,534 $8,261 $6,727 აზერბაიჯანი $297 $7,800 $7,503 უკრაინა $741 $6,602 $5,861 უზბეკეთი $367 $3,849 $3,483 ყირგიზეთი $246 $2,879 $2,633 ტაჯიკეთი $148 $1,527 $1,379

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გეგმაში "არქისთან" ერთად დეველოპმენტის განვითარება და საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა" - BI Development International-ის CEO

"გეგმაში "არქისთან" ერთად დეველოპმენტის განვითარება და საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა" - BI Development International-ის CEO

BM.GE

პრაღის აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა - Routes Europe 2026-ის გამარჯვებულები

პრაღის აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა - Routes Europe 2026-ის გამარჯვებულები

BM.GE

მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანა არის სრულიად თვითკმარი|სად ვართ ჩვენ?

მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანა არის სრულიად თვითკმარი|სად ვართ ჩვენ?

BM.GE

₾60 000 ანაბარზე, Tesla-ს, JPMorgan-ის, Apple-ის თითო-თითო აქცია - რა ქონებას ფლობს საქართველოს ფოსტის ყოფილი დირექტორი?

₾60 000 ანაბარზე, Tesla-ს, JPMorgan-ის, Apple-ის თითო-თითო აქცია - რა ქონებას ფლობს საქართველოს ფოსტის ყოფილი დირექტორი?

BM.GE