მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დამსაქმებლებს საპენსიო ჯარიმები ეპატიებათ - პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
დამსაქმებლებს საპენსიო ჯარიმები ეპატიებათ - პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

დამსაქმებლებს საპენსიო ჯარიმები ეპატიებათ - პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 19:18|bm.ge

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. პროექტი საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა პირობითად გათავისუფლებასა და სანქციების შემცირებას ითვალისწინებს.

საკითხი საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარუდგინა.

მიღებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, დამსაქმებლები პირობითად განთავისუფლდებიან 2025 წლის 1 მაისის შემდეგ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმებისგან. გათავისუფლების მთავარი პირობაა, რომ მათ საპენსიო შენატანები და საურავები სრულად დაფარონ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

ამასთანავე, მცირდება უშუალოდ ჯარიმების ოდენობაც:

პირველ და განმეორებით შემთხვევებში მოქმედი 500 და 1000-ლარიანი სანქციების ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა 300 ლარამდე მცირდება.

ახალი ცნებები, ეტაპობრივი გადახდა და დავების სამსახური

კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს:

• „მიუღებელი სარგებელი“: კანონში შემოდის ახალი ცნება და დგინდება დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესები. • განწილვადება: დამსაქმებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, განუხორციელებელი საპენსიო შენატანი და მიუღებელი სარგებელი ეტაპობრივად გადაიხადონ. • დავების განხილვის სამსახური: საპენსიო ფონდში იქმნება სპეციალური სტრუქტურა, რომელიც საჩივრებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებსიმედი
  • ოცნების პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩიაფორმულა
  • მორიგი საკადრო ცვლილება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭსრუსთავი 2
  • კრიტიკული კითხვები მოსამართლეობის კანდიდატს - რა ხდებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეტვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

პროკურორი ამბობს, რომ ლილუაშვილის ბრალეულობა ოთხივე ეპიზოდში დასტურდება

პროკურორი ამბობს, რომ ლილუაშვილის ბრალეულობა ოთხივე ეპიზოდში დასტურდება

BM.GE

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთიანდება - საკანონმდებლო ცვლილება მესამე მოსმენით მიიღეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთიანდება - საკანონმდებლო ცვლილება მესამე მოსმენით მიიღეს

BM.GE

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა

BM.GE

მთავრობამ სამინისტრომ ჩინურ DBH Group-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მთავრობამ სამინისტრომ ჩინურ DBH Group-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

BM.GE