მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დანამატებისა და პრემიების დაბრუნება კორუფციულ რისკებსაც აბრუნებს - სანდრო ქევხიშვილი
დანამატებისა და პრემიების დაბრუნება კორუფციულ რისკებსაც აბრუნებს - სანდრო ქევხიშვილი

დანამატებისა და პრემიების დაბრუნება კორუფციულ რისკებსაც აბრუნებს - სანდრო ქევხიშვილი

BM.GE12 მაისი, 2026, 21:44|bm.ge

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი გაუმართლებლად აფასებს.

აღნიშნული კანონის თანახმად, მთავრობა ძველ წესს აბრუნებს და მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სანდრო ქევხიშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ აქამდე მოქმედი შეზღუდვა თავის დროზე მაღალი კორუფციული რისკების გამო დაწესდა, ამიტომ პრემია/დანამატების დაბრუნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მაღალჩინოსნებს ხელფასები ისედაც რამდენჯერმე გაეზარდათ, კორუფციულ რისკებს აჩენს და გაუმართლებელია.

“ერთადერთი მიზეზი და გამართლება, რაც მოყვანილია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, არის სამართლიანობის არგუმენტი. კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ თუ სხვა საჯარო მოსამსახურეებს აქვთ უფლება მიიღონ დანამატი და ჯილდო, მაშინ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს რატომ არ აქვთ ეს უფლება. ეს არის ერთადერთი გამართლება.

ეს არის არგუმენტი, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რატომ იქნა ეს შეზღუდვა თავდაპირველად მიღებული. შეზღუდვა მიიღეს ძირითადად კორუფციული რისკის გამო. სამართლიანობა გასაგებია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მაღალ თანამდებობებზე, კორუფციული რისკი მომატებულია. წლების განმავლობაში ბევრი სკანდალი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიცემოდა დანამატები და პრემიები. ამიტომ გადაწყდა, რომ ეს შესაძლებლობა საერთოდ გაუქმებულიყო.

თუ საუბარია იმაზე, რომ ხელფასი არ არის საკმარისი, მაშინ ხელფასის მომატება შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში უმაღლეს თანამდებობის პირებს რამდენჯერმე გაეზარდათ ხელფასი. ამიტომ, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, დანამატებისა და პრემიების დაბრუნება ისევ აბრუნებს კორუფციულ რისკებს და ამას დადებითად ვერ შევაფასებ”,- აცხადებს სანდრო ქევხიშვილი.

თუ აქამდე სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება შეზღუდული ჰქონდათ როგორც მთავრობის წევრებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს, ისე მათ მოადგილეებს, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისთვის ასეთი შეზღუდვა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის დაწესებული, თუმცა მოადგილეების შემთხვევაში მსგავსი რისკი ნაკლებად არსებობს, რადგან მათი გადაწყვეტილებები ზემდგომი პირების კონტროლქვეშ ექცევა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-მა და Microsoft-მა შემოსავლების განაწილების ზედა ზღვარი $38 მილიარდით განსაზღვრეს

OpenAI-მა და Microsoft-მა შემოსავლების განაწილების ზედა ზღვარი $38 მილიარდით განსაზღვრეს

BM.GE

eBay-მ GameStop-ის $56-მილიარდიანი შესყიდვის შეთავაზება უარყო

eBay-მ GameStop-ის $56-მილიარდიანი შესყიდვის შეთავაზება უარყო

BM.GE

ნავთობის ბაზარი 2027 წლამდე ვერ დასტაბილურდება – Saudi Aramco-ს დირექტორი

ნავთობის ბაზარი 2027 წლამდე ვერ დასტაბილურდება – Saudi Aramco-ს დირექტორი

BM.GE

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს "რკინის გუმბათის" სისტემები გადასცა

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს "რკინის გუმბათის" სისტემები გადასცა

BM.GE