მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დასაქმების პროგრამით გერმანიაში გაშვებულმა დასაქმებულებმა დასაქმების სააგენტოს დავა მოუგეს - "რადიო თავისუფლება"
დასაქმების პროგრამით გერმანიაში გაშვებულმა დასაქმებულებმა დასაქმების სააგენტოს დავა მოუგეს - "რადიო თავისუფლება"

დასაქმების პროგრამით გერმანიაში გაშვებულმა დასაქმებულებმა დასაქმების სააგენტოს დავა მოუგეს - "რადიო თავისუფლება"

BM.GE12 ივნისი, 2026, 20:49|bm.ge

გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასულმა პირებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სასამართლოში დავა მოუგეს.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, სააგენტო სამივე ინსტანციის სასამართლოში მოითხოვდა, არ დაკმაყოფილებულიყო 11 მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა დამსაქმებლის შექმნილი „ღირსების შემლახავი პირობების გამო“ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

საბოლოოდ, სახელმწიფო უწყებას მხოლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, 11 ადამიანიდან თითოეულისთვის 800-800 ლარი. დაზარალებულებმა კომპენსაცია 5 წლის შემდეგ, 2 ივნისს მიიღეს.

„ვინაიდან მოსარჩელეები სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისას აღმოჩნდნენ მათი ღირსების შემლახველ შრომით პირობებში, [...] აპელანტმა (მოპასუხე) ადმინისტრაციულმა ორგანომ შემდგომაც ვერ უზრუნველყო მოსარჩელეთა ინტერესების დაცვა და ვითარების გამოსწორება, საფუძვლიანია მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე“, - ციტირებს "რადიო თავისუფლება" სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

2021 წელს ამოქმედდა პროგრამა, რომელიც გერმანიაში სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას ითვალისწინებდა. იმავე წლის მაისში გერმანიაში მარწყვის საკრეფად ჩასულმა 24-მა ქართველმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ისინი სამუშაო ადგილზე შექმნილ პრობლემურ პირობებს აღწერდნენ. შემდეგ კი სააგენტოს სასამართლოში უჩივლეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE