მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T

დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T

BM.GE25 მაისი, 2026, 18:30|bm.ge

Galt & Taggart-ის შეფასებით, I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის გაჩერებით იყო გამოწვეული.

კერძოდ, საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.8%-ით 921.5 ათასამდე შემცირდა, რაც დიდწილად 2026 წლის დასაწყისიდან სოციალურად დაუცველ პირთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტას უკავშირდება. ამასთან, თვითდასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.4%-ით გაიზარდა, რაც შრომის ბაზრის მოქნილობაზე მიუთითებს. პროგრამის შეწყვეტის შედეგად მისი მონაწილეების ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ გადავიდა, რის შედეგადაც სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.4 პპ-ით 53%-მდე შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.3 პპ-ით 14.4%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში, მთლიანი დასაქმება 1,369 ათას კაცს შეადგენდა და წლიურად 1.8%-ით შემცირდა, რაც დასაქმების კატეგორიებს შორის გადანაწილებას ასახავს.

მიმდინარე წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, გაჩერდა. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული. ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს.

ვრცლად ამ თემაზე: რამდენ ადამიანს მოეხსნება შემწეობა? - რეკორდულად გაზრდილი სოცდაუცველი ოჯახების გადამოწმება იწყება

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, რომ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ტურიზმის შემოსავალი $170 მლნ-ით მეტი იქნებოდა

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, რომ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ტურიზმის შემოსავალი $170 მლნ-ით მეტი იქნებოდა

BM.GE

ტრამპის საინვესტიციო ანგარიშიდან 3,711 ტრეიდი განხორციელდა

ტრამპის საინვესტიციო ანგარიშიდან 3,711 ტრეიდი განხორციელდა

BM.GE

ბელგრადში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე 180 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

ბელგრადში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე 180 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

BM.GE

"ბორჯომის" მფლობელი ჰოლდინგს შემოსავალი რეკორდულ $704 მილიონამდე გაიზარდა

"ბორჯომის" მფლობელი ჰოლდინგს შემოსავალი რეკორდულ $704 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE