მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დავების განმხილველ საბჭოში ტენდერებთან დაკავშირებული საჩივრის წარდგენა გაძვირდება
დავების განმხილველ საბჭოში ტენდერებთან დაკავშირებული საჩივრის წარდგენა გაძვირდება

დავების განმხილველ საბჭოში ტენდერებთან დაკავშირებული საჩივრის წარდგენა გაძვირდება

BM.GE25 მაისი, 2026, 17:49|bm.ge

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასური იზრდება. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა. დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებზე დეპუტატებმა ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი წესით საჩივრის წარდგენის საფასური სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს შეადგენს, თუმცა მინიმალური ზღვარი 100 ლარია, მაქსიმალური კი — 500 ლარი. ინიციატორები მიიჩნევენ, რომ არსებული ტარიფი აღარ შეესაბამება ეკონომიკურ გარემოსა და სახელმწიფო შესყიდვების მოცულობის ზრდას. ცვლილების მიხედვით, საჩივრის საფასური კვლავ შესყიდვის ღირებულების 2%-ით განისაზღვრება, თუმცა მინიმალური ზღვარი 500 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური — 1000 ლარამდე იზრდება. იგივე წესი გავრცელდება გამარტივებულ შესყიდვებზეც.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ბოლო წლებში დავების საბჭოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა გაიზარდა. დოკუმენტის მიხედვით, საბჭომ 2021 წელს 1086 საჩივარი განიხილა, 2022 წელს — 862, 2023 წელს — 1006, 2024 წელს — 1172, ხოლო 2025 წელს — 1149. ამასთან, მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში საბჭოში 395 საჩივარი შევიდა.

კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მიუთითებენ, რომ მოქმედი საფასური ვერ უზრუნველყოფს „პროცესის ეკონომიკურ ბალანსს“ და ქმნის დაუსაბუთებელი საჩივრების წარდგენის რისკს, რაც სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებას იწვევს.

ამასთან, განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ცვლილება არ უნდა გახდეს ბარიერი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციების სავარაუდო კანონდარღვევების გასაჩივრებას ცდილობენ. უცვლელი რჩება წესი, რომლის მიხედვითაც სატენდერო პირობების გასაჩივრებისას საფასური არ გადაიხდება, ხოლო საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში გადახდილი თანხა მომჩივანს სრულად უბრუნდება.

მთავრობის შეფასებით, ცვლილება დაუსაბუთებელი საჩივრების რაოდენობას შეამცირებს და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

კანონპროექტის მიხედვით, ახალი წესები 2026 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. განმარტებითი ბარათის თანახმად, ამისთვის საჭიროა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკური ცვლილებების განხორციელება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბორჯომის" მფლობელი ჰოლდინგს შემოსავალი რეკორდულ $704 მილიონამდე გაიზარდა

"ბორჯომის" მფლობელი ჰოლდინგს შემოსავალი რეკორდულ $704 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE

ტრამპი არაბული ქვეყნებისგან "აბრაამის შეთანხმების" ხელმოწერას ითხოვს

ტრამპი არაბული ქვეყნებისგან "აბრაამის შეთანხმების" ხელმოწერას ითხოვს

BM.GE

"სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, მაქსიმუმ, 2 წელიწადში დაიწყებს" - ნიკოლ ფაშინიანი

"სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, მაქსიმუმ, 2 წელიწადში დაიწყებს" - ნიკოლ ფაშინიანი

BM.GE

ბოიკოტში მყოფი დეპუტატების ხელფასების ხარჯზე, პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტი ₾10 მლნ-ზე მეტით მცირდება - პროექტი

ბოიკოტში მყოფი დეპუტატების ხელფასების ხარჯზე, პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტი ₾10 მლნ-ზე მეტით მცირდება - პროექტი

BM.GE