მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დავით ნარმანია ჯერჯერობით ვერ ადასტურებს გადაიხედება თუ არა დეკემბერში გაზის ტარიფი
დავით ნარმანია ჯერჯერობით ვერ ადასტურებს გადაიხედება თუ არა დეკემბერში გაზის ტარიფი

დავით ნარმანია ჯერჯერობით ვერ ადასტურებს გადაიხედება თუ არა დეკემბერში გაზის ტარიფი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 19:58|bm.ge

გადაიხედება თუ არა წლის ბოლოს ბუნებრივი აირის ტარიფი, ეს ჯერჯერობით კვლავ უცნობია. BMG-ის კითხვაზე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ვერ დაადასტურებს ინფორმაციას დაადგენს თუ არა დეკემბერში გაზის ახალ ტარიფს სემეკი.

გუშინ, 18 ნოემბერს, ნარმანია განაცხადა, რომ "წყალმომარაგების სექტორში ტარიფების დადგენას წლის ბოლოს ველოდებით, ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშირებით კი მოგვიანებით გეტყვით".

"მოგვიანებით გეტყვით ნიშნავს იმას, რომ მოგვიანებით გეტყვით აუცილებლად. გუშინდელს მერე მდგომარეობა არ შეცვლილა", - თქვა ნარმანიამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე შეუძლია თუ არა სემეკის თავმჯდომარეს წლის ბოლოს გაზის საფასურის გადახედვის დადასტურება, ნარმანია პასუხობს: "ვერ გიდასტურებთ".

ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც სემეკს უფლება ექნება, მოხმარებული გაზისა და წყლის მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო, რადგან კომისიამ მომდევნო წლის ტარიფებს 2026 წლის ბოლოს უნდა გადახედოს. ცვლილებებს "ქართული ოცნება" "მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვით" ხსნის. სემეკს ახლა უკვე უფლება აქვს, რომ საფეხურებრივი ტარიფები ელექტროენერგიის მსგავსად, გაზშიც დანერგოს. სემეკის თავმჯდომარე მანამდე აცხადებდა, რომ წლის ბოლოს ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა იგეგმებოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ახალი მიდგომის პირობებში გაიზრდება თუ არა გაზზე გადასახადი, როგორც ეს ელექტროენერგიაზე მოხდა. მიმდინარე წელს, ელექტროენერგია ქვეყანაში 5 თეთრით გაძვირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გუდაურში დასაქმებულები -25 გრადუსში მძღოლებს წაყვანას ეხვეწებიან"|რატომ ჩაიშალა ბიზნესის ინიციატივა?

"გუდაურში დასაქმებულები -25 გრადუსში მძღოლებს წაყვანას ეხვეწებიან"|რატომ ჩაიშალა ბიზნესის ინიციატივა?

BM.GE

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ - სელფი მობაილის ახალი კამპანია

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ - სელფი მობაილის ახალი კამპანია

BM.GE

საქართველოს პოტენციალი აქვს, ფინტექში რეგიონული ლიდერი გახდეს - სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი

საქართველოს პოტენციალი აქვს, ფინტექში რეგიონული ლიდერი გახდეს - სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი

BM.GE

ავტომობილების რეექსპორტი 25%-ით შემცირდა - რომელ ქვეყნებშია კლება

ავტომობილების რეექსპორტი 25%-ით შემცირდა - რომელ ქვეყნებშია კლება

BM.GE