მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა|რა განიხილეს?
დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა|რა განიხილეს?

დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა|რა განიხილეს?

BM.GE15 ივლისი, 2026, 19:34|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა გააცნო.

„სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ. მნიშვნელოვანია, დარგის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე განისაზღვროს ის ნაბიჯები და მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, ხარისხის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე, მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილეების კურატორობით იმართება. კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი ხელმძღვანელობს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა ერთი თვით გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა ერთი თვით გაახანგრძლივა

BM.GE

კიევის ოლქზე რუსეთის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა

კიევის ოლქზე რუსეთის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს

BM.GE

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

BM.GE