მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დეველოპერული კომპანია „ორიგამი ჰოლდინგი“ Ambassadori Batumi Island-ზე 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
დეველოპერული კომპანია „ორიგამი ჰოლდინგი“ Ambassadori Batumi Island-ზე 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

დეველოპერული კომპანია „ორიგამი ჰოლდინგი“ Ambassadori Batumi Island-ზე 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

BM.GE20 მაისი, 2026, 20:42|bm.ge

დეველოპერულმა კომპანიამ „ორიგამი ჰოლდინგი“ (Origami Holding) ოფიციალურად გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება „Ambassadori Island Batumi“-სთან.

პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია “Ambassadori Island Batumi” -ზე 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსდება. ეს საინვესტიციო პაკეტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმის ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ წინსვლაში.

პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ურბანულ განვითარებას და აჭარის რეგიონის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის, პოზიციონირების გაძლიერებას. ხელოვნურ კუნძულზე დაგეგმილი მშენებლობა სრულად ჰპასუხობს თანამედროვე ქალაქგეგმარების მოთხოვნებს და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ახალ, უმაღლეს სტანდარტს დაამკვიდრებს.

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ადგილობრივ სამშენებლო სექტორს:

“ეს 200-მილიონიანი პროექტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ მთლიანად ბათუმის ურბანული და ეკონომიკური განვითარებისთვის. “ორიგამის” მრავალწლიანი გამოცდილება და წარმატებით დასრულებული პროექტები გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ხელოვნურ კუნძულზე შევქმნით საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია, ეს პროექტი გახდეს ბათუმის თანამედროვე არქიტექტურული იდენტობის წამყვანი ნაწილი“, - აცხადებს “ორიგამი ჰოლდინგის” დამფუძნებელი ასტამურ ჩაზმავა.

“ორიგამი“ ბაზარზე ოპერირების მყარი გამოცდილებით სარგებლობს. კომპანიის პორტფოლიოში არსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები ბათუმში ხარისხისა და საიმედოობის გარანტიაა. ახალი მეგაპროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სამშენებლო სექტორში არსებული ინოვაციების დანერგვას. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროექტის მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

კომპლექსის დეტალური არქიტექტურული გეგმა და რენდერები საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი.

“ორიგამი ჰოლდინგის” შესახებ: “ორიგამი“ არის საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი დეველოპერული კომპანია, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი რეპუტაციით გამოირჩევა. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე საინვესტიციო და საცხოვრებელი პროექტების შექმნაზე, სადაც წამყვან როლს ხარისხი, სიზუსტე და სტრატეგიული მიდგომები ასრულებს.

კომპანიის პორტფოლიოს გასაცნობად ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს: origamiholding.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE