მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დევნილთა ფულად კომპენსაციებზე განაცხადების მიღება 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება | რა საბუთებია საჭირო?
დევნილთა ფულად კომპენსაციებზე განაცხადების მიღება 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება | რა საბუთებია საჭირო?

დევნილთა ფულად კომპენსაციებზე განაცხადების მიღება 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება | რა საბუთებია საჭირო?

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 14:20|bm.ge

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.

"პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, ისარგებლებენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის არსებული მექანიზმებით თუ ფულად კომპენსაციას აირჩევენ. ფულადი კომპენსაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საცხოვრებელი დამოუკიდებლად უკვე შეძენილი აქვთ და სახელმწიფოსგან ბინის მიღების ნაცვლად ფინანსური მხარდაჭერა სურთ", - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათი ცნობით, განაცხადის წარსადგენად საჭიროა მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.

განაცხადების მიღების პარალელურად, დევნილთა სააგენტო გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ოჯახი კომპენსაციის მიღების კრიტერიუმებს. კომპენსაცია განაცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში გაიცემა. თანხა დევნილ ოჯახებს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. ინიციატივა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი კი დამატებით გამოცხადდება.

ფულადი კომპენსაციის მექანიზმი დევნილთა განსახლების არსებულ პროგრამებს არ ანაცვლებს. პარალელურად გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა. ამგვარად, დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვადასხვა შესაძლებლობა ექნებათ, მათი საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამისად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყებარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობებიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
მიღება →

მსგავსი სტატიები

სირია, ჩინეთი, აშშ... - 9 თვეში ადგილობრივი საქონლის ექსპორტი $3.7 მილიარდამდე გაიზარდა

სირია, ჩინეთი, აშშ... - 9 თვეში ადგილობრივი საქონლის ექსპორტი $3.7 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა

BM.GE

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა

BM.GE

AI და PropTech უძრავ ქონებაში: როგორ შეიძლება შეიცვალოს ქონების ყიდვა-გაყიდვისა და მართვის პროცესი ხელოვნურმა ინტელექტმა

AI და PropTech უძრავ ქონებაში: როგორ შეიძლება შეიცვალოს ქონების ყიდვა-გაყიდვისა და მართვის პროცესი ხელოვნურმა ინტელექტმა

BM.GE