მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - როგორ/საიდან იმოძრავებს ტრანსპორტი?
დღეიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - როგორ/საიდან იმოძრავებს ტრანსპორტი?

დღეიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - როგორ/საიდან იმოძრავებს ტრანსპორტი?

BM.GE23 ივლისი, 2026, 00:02|bm.ge

დღეიდან, 23 ივლისიდან, თბილისში რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რა პერიოდშიც ქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეიზღუდება.

სატრანსპორტო შეზღუდვების არეალი

• ძირითადი მონაკვეთი: შეზღუდვა იმოქმედებს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ სარეაბილიტაციო არეალში. • დამატებითი ქუჩები: გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძის ქუჩაზეც. • მოძრაობის ცვლილება: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა (ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე) დროებით ორმხრივი გახდება.

ალტერნატიული მარშრუტები მსუბუქი ტრანსპორტისთვის

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ავტომობილები გადაადგილებას შემდეგი სქემებით შეძლებენ:

• მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ: ივანე თარხნიშვილის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გავლით. • ბარათაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისკენ: რევაზ თაბუკაშვილისა და სანდრო ინაშვილის ქუჩებზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე. • მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ: რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მარი ბროსეს ქუჩებისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს გავლით.

ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში

სარეაბილიტაციო პერიოდში დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემებიც:

ძირითადი ხაზები (ავტობუსები და მიკროავტობუსები):

• ავტობუსები: N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 344, 345, 352, 358, 388 და 397. • მიკროავტობუსები: N472, 532, 540 და 541.

აღნიშნული მარშრუტები მელიქიშვილის გამზირიდან გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებითაც ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის სანაპიროების გავლით დაუბრუნდებიან გმირთა მოედანს.

სხვა კონკრეტული მარშრუტები:

• N359 და N391 ავტობუსები: იმოძრავებენ გმირთა მოედნისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით. • N378 ავტობუსი: აღარ მივა მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ და იმოძრავებს გმირთა მოედნის მიმართულებით. • N408 მიკროავტობუსი: მოძრაობას დაიწყებს თავისუფლების მოედნიდან და მელიქიშვილის გამზირიდან თამარ ჭოველიძის ქუჩას დაუკავშირდება. • N420 მიკროავტობუსი: აღარ გაივლის მეტროსადგურ „რუსთაველს“; იმოძრავებს გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან, დაუკავშირდება მელიქიშვილის გამზირს და სვლას თამარ ჭოველიძის ქუჩის გავლით განაგრძობს. • N457 მიკროავტობუსი: იმოძრავებს ვარაზისხევის, მელიქიშვილის გამზირის, თამარ ჭოველიძის, ბელინსკისა და ბარნოვის ქუჩების გავლით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ სამეცნიერო კვლევების ბიუჯეტს უნივერსიტეტების ნაცვლად AI-ზე მიმართავს

აშშ სამეცნიერო კვლევების ბიუჯეტს უნივერსიტეტების ნაცვლად AI-ზე მიმართავს

BM.GE

დიდმა ბრიტანეთმა ფიზიკური საიმიგრაციო დოკუმენტები ელექტრონული ვიზებით ჩაანაცვლა

დიდმა ბრიტანეთმა ფიზიკური საიმიგრაციო დოკუმენტები ელექტრონული ვიზებით ჩაანაცვლა

BM.GE

Google-მა Gemini-ს ახალი მოდელები წარადგინა

Google-მა Gemini-ს ახალი მოდელები წარადგინა

BM.GE

Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი შესაძლოა „ლივერპულის“ თანამფლობელი გახდეს

Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი შესაძლოა „ლივერპულის“ თანამფლობელი გახდეს

BM.GE