მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე - პაატა კვიჟინაძე
დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე - პაატა კვიჟინაძე

დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე - პაატა კვიჟინაძე

BM.GE18 მაისი, 2026, 20:30|bm.ge

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც ასე არასდროს ყოფილა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიში განიხილეს.

ანგარიში, რომელიც მოიცავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარემ შემაჯამებელ სიტყვაში რამდენიმე იმ მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი, რომელიც ფინანსური სისტემის მდგრადობას განაპირობებს.

„ლარის კურსი სტაბილურია, რეზერვები გაცდა 6 მილიარდს და ეს აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ცუდი სესხები ე.წ. პრობლემური სესხები, რომლის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვის არის ძალიან დაბალ ნიშნულზე 2.6 %. მინდა შეგახსენოთ 2012 წელს იყო -12 %, ხოლო 2020 წელს 8-9%, ეს საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში და უტოლდება ბევრ ევროპულ ქვეყანას. განსაკუთრებით მინდა დეპოზიტები გამოვყო: 10 წლის წინ დეპოზიტების ჯამური მოცულობა 14,4 მილიარდი იყო, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირების ანგარიშები ბანკებში. დღეს 66.95 მილიარდი ლარია, თითქმის თანაბარია როგორც მოსახლეობის ისე კერძო პირებისთვის. სტრუქტურულადაც გაუმჯობესდა. დოლარიზაცია 10 წლის განმავლობაში 71.7% -დან შემცირდა 47.8% მდე, რაც ძალიან კარგი შედეგია“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE