მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიდმა ბრიტანეთმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმება გააფორმა
დიდმა ბრიტანეთმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმება გააფორმა

დიდმა ბრიტანეთმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმება გააფორმა

BM.GE21 მაისი, 2026, 20:49|bm.ge

დიდი ბრიტანეთი დიდი შვიდეულის პირველი წევრი გახდა, რომელმაც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ბრიტანეთის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად 3.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ($4.9 მლრდ.) შემატებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს რეგიონთან ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცებას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შიდა ბაზრის მდგრადობის ამაღლებას, რაც ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდაზე მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დადებითად აისახება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორმხრივი შეთანხმება სრულად ამოქმედების შემდეგ ბრიტანულ ექსპორტზე ყოველწლიურად დაახლოებით 580 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოცულობის საბაჟო გადასახადებს გააუქმებს, საიდანაც 360 მილიონი გირვანქა სტერლინგის შეღავათი ძალაში ხელშეკრულების გაფორმების პირველივე დღიდან შევა. დოკუმენტის პირობების მიხედვით, ტარიფებისაგან გათავისუფლდება ისეთი ბრიტანული პროდუქტები, როგორებიცაა მარცვლეული, შოკოლადი, კარაქი და ყველი ჩედარი. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, GCC-ის წევრებთან, კერძოდ კი საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, კატართან, ქუვეითთან, ომანთან და ბაჰრეინთან მიღწეული შეთანხმება ყურის პარტნიორების მიმართ გაერთიანებული სამეფოს სოლიდარობასა და გრძელვადიან თანამშრომლობის მზაობას ადასტურებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება დიდი გამარჯვებაა ბრიტანული ბიზნესისთვის და დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც სარგებელს მომავალ წლებში გაზრდილი ხელფასებისა და ახალი შესაძლებლობების სახით იგრძნობენ. პრემიერის განცხადებით, სპარსეთის ყურის ქვეყნები მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ეს ნაბიჯი კი აღრმავებს ნდობას და სავაჭრო თუ საინვესტიციო მიმართულებით ახალ პერსპექტივებს აჩენს.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება რიგით მეხუთე მსხვილი სავაჭრო შეთანხმებაა, რომელიც ბრიტანეთის მოქმედმა მთავრობამ გააფორმა. ცნობისთვის, აქამდე ანალოგიურ დოკუმენტებს ხელი მოეწერა ინდოეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან და სამხრეთ კორეასთან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთი ელექტროენერგიის საწარმოებლად ნავთობპროდუქტების მოხმარებას ზრდის

საუდის არაბეთი ელექტროენერგიის საწარმოებლად ნავთობპროდუქტების მოხმარებას ზრდის

BM.GE

"ბაზარი განვითარების ადრეულ ეტაპზეა" - როგორია მონაცემთა ცენტრების პერსპექტივა საქართველოში?

"ბაზარი განვითარების ადრეულ ეტაპზეა" - როგორია მონაცემთა ცენტრების პერსპექტივა საქართველოში?

BM.GE

მწარმოებლებთან მოლაპარაკების შემთხვევაში, საქართველოს შეღავათიან ფასად შეუძლია დიუშენის მედიკამენტის მიღება - კავკასიძე

მწარმოებლებთან მოლაპარაკების შემთხვევაში, საქართველოს შეღავათიან ფასად შეუძლია დიუშენის მედიკამენტის მიღება - კავკასიძე

BM.GE

სახელმწიფოსგან „სოციალური კალათის“ შექმნის მითითება ბიზნესისთვის თავსმოხვეულია - ლექსო ალექსიშვილი

სახელმწიფოსგან „სოციალური კალათის“ შექმნის მითითება ბიზნესისთვის თავსმოხვეულია - ლექსო ალექსიშვილი

BM.GE