მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

BM.GE10 აგვისტო, 2026, 16:44|bm.ge

„დიემჯი ჯგუფი” ოფიციალურად აანონსებს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკებისა და „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში გადასვლას.

პროექტის მიზანია წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის რეაბილიტაცია და მისი ქალაქის ურბანულ იერსახეში ჰარმონიული ინტეგრირება.

ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც მსოფლიოში აღიარებული ესპანური სტუდია Bofill Taller de Arquitectura იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად გათვალისწინებულია:

• „ლაგუნა ვერეს“ აღდგენა - ისტორიულ ფუნქციასთან ერთად, სივრცე დაუბრუნდება თბილისს; • 1 ჰექტარი რეკრეაციული ზონის აღდგენა და ახალი ნარგავებით გამდიდრება; • აბრეშუმისა და თამბაქოს ყოფილი ფაბრიკების ტერიტორიებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარამდე აღწევს. მშენებლობის და შემდგომ პერიოდში კომპანია 1 000-მდე ადგილობრივი სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს.

“დიემჯი ჯგუფი” აცნობიერებს საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული ლოკაციის მიმართ და მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტის დეტალების დაზუსტებისთანავე პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საპენსიო ფონდის პორტფელებიდან ყველაზე მაღალი ამონაგები - 7.45% დინამიურმა პორტფელმა აჩვენა

საპენსიო ფონდის პორტფელებიდან ყველაზე მაღალი ამონაგები - 7.45% დინამიურმა პორტფელმა აჩვენა

BM.GE

"აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს" - კალაძე რუს ბლოგერთან ინტერვიუზე

"აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს" - კალაძე რუს ბლოგერთან ინტერვიუზე

BM.GE

„ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია

„ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია

BM.GE

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - რა კეთდება რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე?

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - რა კეთდება რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე?

BM.GE